TikTok-ს, რომელსაც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ფლობს, აბრალებენ, რომ მომხმარებელთა მონაცემებს აგროვებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს. პლატფორმა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ სხვა სოციალური მედიისგან არაფრით განსხვავდება.
ევროკავშირის სპიკერმა, სონია გოსპოდინოვამ განაცხადა, რომ ევროკომისიის კორპორატიულმა მმართველმა საბჭომ, რომელიც აღმასრულებელი ორგანოა, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღო.
«ღონისძიება მიზნად კიბერუსაფრთხოების გაზრდას ისახავს. ვცდილობთ თავი დავიცვათ ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება მომავალში ჩვენ წინააღმდეგ კიბერშეტევებისთვის გამოიყენონ». — თქვა მან.
აკრძალვა ასევე გულისხმობს, რომ ევროკომისიის თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება არც ისეთ პერსონალურ მოწყობილობებზე შეუძლიათ, რომელშიც პლატფორმა თავიდანვე
ჩაშენებულია.
კომისიაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 32 000 მუდმივი თანამშრომელი ჰყავთ. მიზანია, რომ აპლიკაცია 15 მარტამდე ამოიღონ.
მათთვის, ვინც დადგენილ ვადას გადააცილებს, კორპორატიული აპლიკაციები, როგორიცაა კომისიის ელფოსტა და Skype for Business, ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
TikTok-ის თქმით, კომისიის გადაწყვეტილება პლატფორმის შესახებ მცდარი წარმოდგენით არის განპირობებული.
«ჩვენ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ. მიგვაჩნია, რომ არასწორია და ფუნდამენტურ მცდარ შეხედულებებს ემყარება». — თქვა TikTok-ის სპიკერმა.
გასულ წელს TikTok-მა აღიარა, რომ ჩინეთში თანამშრომლებს ევროპელი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვთ.
აშშ-ს მთავრობამ გასულ წელს TikTok ფედერალური მთავრობის მიერ გამოშვებულ მოწყობილობებზე, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალა.
აშშ შიშობს, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა TikTok-ს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომისთვის გამოიყენოს.
ასევე გასულ თვეში, ჰოლანდიის მთავრობამ საჯარო მოხელეებს ურჩია, TikTok-ის გამოყენებას თავი აარიდონ.
ანალიტიკური ფირმა Sensor Tower Data-ის თანახმად, TikTok-მა პოპულარობა უსწრაფესად მოიპოვა და პირველი არა Meta აპლიკაცია იყო, რომელმაც სამ მილიარდ ჩამოტვირთვას მიაღწია.
სოციალური მედიის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩუ იანვარში ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, რომლის დროსაც უთხრეს, რომ TikTok-ს მათი ნდობის დასაბრუნებლად დიდი გზა ჰქონდა გასავლელი.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.