ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
3 ნოემბერი 2022, 18:30
2022-11-03
TikTok: თანამშრომლების ნაწილს UK-სა და EU-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვს
TikTok-მა განაცხადა, რომ მის ზოგიერთ თანამშრომელს წვდომა აქვს დიდი ბრიტანეთსაა და ევროკავშირში მცხოვრები მომხმარებლების პირად მონაცემებზე.
ჩინური ვიდეოგაზარების პლატფორმის განცხადებით, მისი «კონფიდენციალურობის პოლიტიკა» «დაფუძნებულია მათი საქმის შესრულების დემონსტრირებულ საჭიროებაზე» და რომ ეს პოლიტიკა ეხება «ევროპის ეკონომიკურ ზონას, გაერთიანებულ სამეფოს და შვეიცარიას».
აპლიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებები აკვირდებიან — არსებობს ვარაუდი და შიში, რომ მონაცემები შეიძლება ჩინეთის მთავრობას გადაეცეს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქვეყანაში აპლიკაციის აკრძალვა მოითხოვა.
TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ხელმძღვანელმა ევროპაში, ელეინ ფოქსმა განაცხადა, რომ გლობალური გუნდი მათ დაეხმარა, მომხმარებლის გამოცდილება დარჩენილიყო «თანმიმდევრული, სასიამოვნო და უსაფრთხო».
მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის ევროპელი მომხმარებლის მონაცემები ამჯერად სინგაპურსა და ამერიკაში ინახება, ფოქსი ამბობს:
ელინ ფოქსის თქმით, მათი ამჟამინდელი მიზანი ევროპელ მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მქონე თანამშრომელთა რიცხვის შემცირება და მონაცემების ლოკალურ, ევროპულ არეალში შენახვის შესაძლებლობაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ექვემდებარება უსაფრთხოების მძლავრი კონტროლის და დამტკიცების პროტოკოლების სერიას და იმ მეთოდებს, რომლებიც აღიარებულია GDPR-ის (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის) მიხედვით.
ფოქსის განცხადების პარალელურად აშშ-ს კომუნიკაციების დამკვირვებლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ TikTok უნდა აიკრძალოს ამერიკაში.
«მე არ მჯერა, რომ აკრძალვის გარდა სხვა გზა არსებობს». — ამბობს ბრენდან კარი, კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) ხელმძღვანელი.
მისი თქმით, არ არსებობს სამყარო, სადაც მონაცემები იქნება იმდენად დაცული, რომ ისინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში არ არმოჩნდება.
TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა არაერთხელ უარყო ჩინეთის მთავრობისგან მათი გაკონტროლების ფაქტი.
აპლიკაცია დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ინტენსიური შემოწმების ქვეშ მოექცა.
დაკვირვების ქვეშ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დახურა თავისი TikTok ანგარიში აგვისტოში მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩინეთის მთავრობისთვის მონაცემების გადაცემის რისკებთან დაკავშირებით.
დეპუტატებმა მოითხოვეს ანგარიშის შეჩერება მანამ, სანამ TikTok არ გასცემდა «სანდო გარანტიას», რომ ოფიციალურ პეკინს ინფორმაციას არ გადასცემდა.
აპლიკაციას ასევე იკვლევს ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია. კომისია სწავლობს TikTok-ის მიერ ბავშვთა პირადი ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს და იმას, ერგება თუ არა აპლიკაციის მიერ პირადი ინფორმაციის კონტროლი ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს მონაცემების სხვა ქვეყანაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
2020 წელს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პანელმა ByteDance-ს მოსთხოვა, გაეყიდა თავისი ამერიკული ოპერაციები იმის გამო, რომ მომხმარებლების მონაცემები შეიძლება გაეზიარებინათ ჩინეთის ხელისუფლებასთან.
2022 წლის ივნისში TikTok-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მომხმარებლების ინფორმაცია გადაიტანა სერვერებზე, რომელსაც ამერიკული პროგრამული გიგანტი Oracle მართავს და ოსტინში, ტექსასის შტატშია განლაგებული.
გასულ თვეში TikTok-მა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ByteDance-ს ჩინეთში დაფუძნებული გუნდი აპირებდა აპლიკაციის გამოყენებას აშშ-ს მოქალაქეების მდებარეობის თვალ-ყურის დევნებისთვის.
TikTok-ის განცხადებით, ის არასოდეს ყოფილა გამოყენებული ამერიკის მთავრობის, აქტივისტების, საზოგადო მოღვაწეებისა თუ ჟურნალისტების თვალთვალის მიზნით.
ელეინ ფოქსმა ასევე თქვა, რომ აპლიკაცია არ აგროვებს ზუსტი მდებარეობის მონაცემებს ევროპელი მომხმარებლებისგან.
TikTok მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური მედიის აპლიკაციაა და თითქმის 4 მილიარდჯერაა ჩამოტვირთული.
ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის თანახმად, TikTok-მა 2017 წლიდან — ფუნქციონირების დაწყებიდან 6.2 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.