TikTok გეგმავს, პლატფორმას დაამატოს ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები ატვირთოს. ამით ტიკტოკი Youtube-სთან კონკურენციას გაამწვავებს.
ამ დროისთვის ფუნქცია ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის.TikTok არ გეგმავს, ფუნქცია საჯარო უახლოეს მომავალში გახადოს.
თუმცა, კომპანია ხაზს უსვამს, რომ ვიდეოების ხანგრძლივობის გაზრდა, კონტენტ კრეატორებს ახალი ფორმატებით ექსპერიმენტების შესაძლებლობას მისცემს.
ამრიგად, TikTok იმედოვნებს, რომ YouTube-ის შემქმნელებს მის პლატფორმაზე კონტენტის ატვირთვისკენ მიიზიდავს.
TikTok მომხმარებლებს ასეე პირდება, რომ შესაძლებელი გახდება სატელევიზიო შოუების სრული ეპიზოდების ატვირთვა.
ამისათვის დეველოპერები TikTok-ზე ამატებენ ჰორიზონტალური სრული ეკრანის რეჟიმს და ვიდეოებს აპლიკაციაში გადახვევის შესაძლებლობით.