ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა

TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ის გამოძიებამ დაადასტურა, რომ TikTok Forbes-ის ჟურნალისტების ფიზიკური მდებარეობის კონტროლისა და მონიტორინგისთვის  მათ IP მისამართებს იყენებდა.

კომენტარის დატოვება

Forbes-ის ვარაუდით, ByteDance ჟურნალისტებს იმიტომ უთვალთვალებდა, რომ კომპანიის შიგნით ინფორმაციის გაჟონვის წყარო აღმოეჩინა, რომელიც კომპანიას ჩინეთთან მჭიდრო კავშირში ამხელდა.

სათვალთვალთვალო ტაქტიკის სრულად გამოძიების შემდეგ ByteDance-მა მთავარი შიდა აუდიტორი, კრის ლეპიტაკი გაათავისუფლა. თანამდებობიდან ByteDance-ის აღმასრულებელ დირექტორის, რუბო ლიანგის დაქვემდებარებაში მყოფი ჩინელი აღმასრულებელი, სონგ იეც გადადგა.

«მე იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც  სიტუაციის შესახებ შემატყობინეს. და დარწმუნებული ვარ, თქვენც იმავეს გრძნობთ». — წერს ლიანგი Forbes-თან გაგზავნილ შიდა ელფოსტაში — «რამდენიმე პირის არასათანადო ქცევის გამო ჩვენი რეპუტაცია შეილახება. მე მჯერა, რომ ეს სიტუაცია ყველას გაკვეთილად გამოგვადგება».

«კომპანიებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა, რომ  შიდა აუდიტის ჯგუფი ჰქონდეთ, რომელიც პასუხისმგებელი ქცევის კოდექსის დარღვევების გამოძიებაზეა. თუმცა, ამ შემთხვევაში პირებმა უფლებამოსილება TikTok-ის მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის მიღების მიზნით ბოროტად გამოიყენეს». —  წერს TikTok-ის გენერალური მრჩეველი, ერიხ ანდერსენი Forbes-თან გაგზავნილ მეორე შიდა ელფოსტაში. 

Forbes-ის კონტენტ ოფიცერმა, რენდალ ლეინმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკული ინტერნეტ მედიის, BuzzFeed News-ის სტატიას გაეცნო, რომელშიც აღწერილი Tik-Tok-ის ჩინეთთან მჭიდრო კავშირი და აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლების თვალთვალის მექანიზმი იყო.

ლეინის გამოძიებამ, რომელსაც Project Raven უწოდეს, დაადგინა, რომ ByteDance თვალყურს ემილი ბეიკერ-უაითს, კეტრინ შვაბს და რიჩარდ ნიევას ადევნებდა — Forbes-ის სამ ჟურნალისტს, რომლებიც ადრე BuzzFeed News-ში მუშაობდნენ.

«ეს არის  თავისუფალი პრესის იდეასა და დემოკრატიაში მის კრიტიკულ როლზე პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ  ByteDance-ისგან ვრცელ პასუხს ველოდებით, რადგან ეს ბადებს ფუნდამენტურ და ლეგიტიმურ კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ან რის გაკეთებას აპირებენ ისინი TikTok-ის მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაციის დახმარებით». — ამბობს რენდალ ლეინი.  

TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შუ ზი ჩუმ თანამშრომლებს მიმართა: 

«ჩვენ მონაცემთა უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად ვუდგებით» და დასძინა, რომ კომპანიის პროექტი Texas, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ს მომხმარებლის მონაცემებზე წვდომას შეზღუდავს  «ამ ვალდებულების დამოწმებაა».

ByteDance  პირველი ტექნიკური გიგანტი არ არის,  რომელიც  აპლიკაციას კონკრეტული მომხმარებლების მონიტორინგისთვის იყენებს.

2017 წელს სამგზავრო სერვისების მიმწოდებლმა კომპანიამ, Uber-მა აღიარა ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ისინი Uber-ის აპლიკაციის დახმარებით, რამდენიმე პოლიტიკოსს უთვალთვალებდნენ.

მსგავს დარღვევაში 2018 წელს Facebook-იც დაადანაშაულეს, მაგრამ მაშინ კომპანიამ ბრალდება უარყო.

ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
თემის მიხედვით
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
FBI აცხადებს რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
თემის მიხედვით
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
თემის მიხედვით
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
TikTok, თავისი სპეციფიკის — მოკლე და კონკრეტული ვიდეოების გამო, სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია. მსოფლიოში მას 1.677 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ყოველთვიურად აქტიურია 1.1 მილიარდი. TikTok აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს და მის აკრძალვას ცდილობს.  გააკეთეთ ქვიზი და ნახეთ, რა იცით ამ ტექნოლოგიურ გიგანტზე👇
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
ნიუ-იორკის მერიის თანამშრომლების ოფიციალურ ტელეფონებზე TikTok აიკრძალა
ნიუ-იორკის მერიის თანამშრომლების ოფიციალურ ტელეფონებზე TikTok აიკრძალა
ნიუ-იორკის მერიის თანამშრომლების ოფიციალურ ტელეფონებზე TikTok აიკრძალა
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.