ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გვითვალთვალებს თუ არა TikTok

2020 წლის პანდემიის შემდეგ TikTok უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მომხმარებლები დიდ დროს ატარებენ სხვადასხვა სახის ვიდეოკონტენტის ნახვაში, რომელთა ხანგრძლივობა 15 წამიდან 3 წუთამდე მერყეობს. აპლიკაციის მომხმარებელთა დიდი ნაწილი თავადაც იღებს ვიდეოებს და პლატფორმის საშუალებით უკავშირდება საერთო ინტერესების მქონე აუდიტორიას. TikTok-ით მარტივია მოიპოვო ცნობადობა, თუნდაც ერთ ღამეში. შესაძლოა, ერთ დღეს ჩვეულებრივმა და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ვიდეომ, მილიონობით ნახვა და მოწონება დაიმსახუროს.

კომენტარის დატოვება
გვითვალთვალებს თუ არა TikTok

2020 წლის პანდემიის შემდეგ TikTok უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მომხმარებლები დიდ დროს ატარებენ სხვადასხვა სახის ვიდეოკონტენტის ნახვაში, რომელთა ხანგრძლივობა 15 წამიდან 3 წუთამდე მერყეობს. აპლიკაციის მომხმარებელთა დიდი ნაწილი თავადაც იღებს ვიდეოებს და პლატფორმის საშუალებით უკავშირდება საერთო ინტერესების მქონე აუდიტორიას. TikTok-ით მარტივია მოიპოვო ცნობადობა, თუნდაც ერთ ღამეში. შესაძლოა, ერთ დღეს ჩვეულებრივმა და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ვიდეომ, მილიონობით ნახვა და მოწონება დაიმსახუროს.

აპლიკაცია ჩინეთში დაფუძნებულ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის. ის 2017 წლიდან ფუნქციონირებს. Gen Z-ის საყვარელი პლატფორმა, რომელიც გამოირჩევა დინამიკურობით, ტრენდების ცვლილების სისწრაფითა და მორგებულია სხვადასხვა ინტერესების მქონე აუდიტორიაზე, მარტივად იზიდავს მომხმარებელს. 

მიუხედავად იმისა, რომ TikTok გასართობი აპლიკაციაა, ის აქტიურად გამოიყენება სიახლეების გასავრცელებლად. ხშირად სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით ხერხდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კადრების აღბეჭდვა.  მაგალითად, 2020 წლის Black Lives Matter მოძრაობის დროს, აქციებიდან კადრები აქტიურად ვრცელდებოდა TikTok-ის For you გვერდზე. 

მთავარი კითხვა, რომელიც აპლიკაციასთან მიმართებით არსებობს, არის ის, თუ რამდენად იცავს მომხმარებლის პირად მონაცემებს და უთვალთვალებს თუ არა მათ ქმედებებს საკუთარი სარგებლისთვის.

TikTok გაკონტროლებთ მაშინაც კი, თუ პროფილი არ გაქვთ

TikTok-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც მობილურ ტელეფონში აპლიკაციის ჩამოწერითა და პროფილის შექმნით, ასევე, ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით დარეგისტრირების გარეშე. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ ვიდეოების მოწონების, კომენტარის დატოვების და სხვადასხვა პროფილის გამოწერის საშუალება. 

როდესაც არ გაქვთ ამა თუ იმ საიტის ან აპლიკაციის ანგარიში, მიიჩნევა, რომ მათ შესაბამისი კომპანიები ვერ იღებენ პირად ინფორმაციას, რადგან რეგისტრაციის გარეშე აქტივობის უკან მდგარი პირის ვერიფიცირება ვერ მოხდება. 

თუმცა, TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნათქვამია, რომ ისინი მომხმარებლისგან აგროვებენ გარკვეულ ინფორმაციას პლატფორმის გამოყენებისას, მაშინაც კი, თუ მას დაურეგისტრირებლად იყენებთ. ეს ინფორმაცია მათ შორის მოიცავს IP მისამართს, მობილურის ოპერატორს, დროის სარტყელს. 

TikTok აგროვებს «ყველაფერს». შეგროვებულია ნანახი ვიდეოები, ტელეფონის ტიპი, ეკრანის გამოსახულება, ოპერატიული სისტემა, ვიდეოების ძებნისა და ყურების ხანგრძლივობის ისტორია. კლავიატურაზე აკრეფის სიჩქარე და რაობა, სახის ბიომეტრიული იდენტიფიკაცია, ხმა, მესიჯები, მეტა დატა. ინფორმაცია, რომელიც შენახულია კლიპბორდებზე, მათ შორის, ტექსი, ფოტო და ვიდეო მასალა. 

მაიკლ ბეკერმანი, TikTok-ის ვიცე-პრეზიდენტი და აპლიკაციის საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი აშშ-ში, პლატფორმის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის შეგროვების აუცილებლობის მიზეზებს ხსნის. 

ის ამბობს, რომ სახის ბიომეტრიული იდენტიფიკაცია/ანაბეჭდი გამოიყენება აპლიკაციაში არსებული ფილტრების სამუშაოდ, მაგალითად, იმისთვის, რომ ფილტრმა აღიქვას, რა ადგილას უნდა მოაქციოს ქუდი, სათვალე ან რაიმე სხვა. 

რაც შეეხება, კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაციის შენახვას, ბეჯერმანის მტკიცებით, ამ ფუნქციას ის დატვირთვა აქვს, რომ აკონტროლოს აკრეფილი ტექსტის სიჩქარე და აპლიკაცია დაიცვას ბოტებისგან. 

გამომდინარე იქიდან, რომ TikTok Gen Z-ის ფავორიტი აპლიკაციაა, განსაკუთრებული ინტერესია არასრულწლოვან მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით.

2021 წლის 13 იანვარს TikTok-მა გამოაცხადა, რომ ისინი 16 წლამდე მომხმარებლებისთვის აპლიკაციას private ფუნქციას მიანიჭებდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 12 წლის ბრიტანელმა მომხმარებელმა პლატფორმას უჩივლა პირადი ინფორმაციის ალგორითმის გასაძლიერებლად უკანონოდ გამოყენებისთვის. 

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ამბობენ, რომ მომხმარებელზე დაკვირვება მათ ყალბი პროფილების აღმოჩენაში ეხმარებათ. კომპანიები ჰპირდებიან მომხმარებელს, რომ არ გამოიყენებენ ინფორმაციას მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მაინც ინახება სერვერებზე და არ არის დაზღვეული კიბერშეტევისგან ან კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების გატარებისგან.

მსგავსი ინფორმაცია შესაძლოა კომპანიებს ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიებებისას მოსთხოვონ.  მაგალითად, გამოვლინდა, რომ 2020 წელს FBI-მ მოიპოვა და აკვირდებოდა TikTok მომხმარებელთა ინფორმაციას Black Lives Matter აქციებზე. 

CNN

კავშირების ფედერალური კომისიის კომისარმა, ბრენდან კარმა Apple-ისა და Google-ის ხელმძღვანელებს მიმართა წერილით და TikTok-ის თავიანთი პლატფორმებიდან წაშლას სთხოვა.  

«TikTok მიუღებელ რისკს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამომდინარე იმისგან, რომ მის მიერ მონაცემების შეგროვება ერწყმის პეკინის აშკარად გადაუმოწმებელ წვდომას ამ მგრძნობიარე მონაცემებზე». — ამბობდა კარი. 

აღსანიშნავია, რომ Apple-სა და Google-ის App store-ში გატარებულია პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, აპლიკაციამ ​კომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და სად გამოიყენებენ ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებლებისაგან აგროვებენ. TikTok მათ მსგავს ინფორმაციას არ აწვდის, თუმცა მაინც რჩება App store-ზე. 

ბენდან კარმა თავის წერილში ხაზი ასევე გაუსვა TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ურთიერთობას და დასძინა, რომ კომპანია ექვემდებარება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და ჩინეთის კანონმდებლობით, მოეთხოვება შეასრულოს PRC-ის სათვალთვალო მოთხოვნები. 

აშშ-ის სენატის კომიტეტის წევრები საუბრობენ TikTok-ზე, როგორც პოტენციურ კონტრდაზვერვაზე, რომელის იგნორირებაც არ შეიძლება. 

TikTok-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეს ბრალდება დაგმო.

«ჩვენ არასდროს გაგვიზიარებია ინფორმაცია ჩინეთის მთავრობისთვის და არც გავუზიარებთ. ჩვენ გვყავს აშშ-ში დაფუძნებული უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც მართავენ წვდომას, აკონტროლებენ აპლიკაციას და როგორც ტრამპის ადმინისტრაციამ და CIA-მ ტრამპის მმართველობისას აღნიშნეს, მონაცემები TikTok-ზე ხელმისაწვდომია, რადგან ის არის გასართობი აპლიკაცია და არ აქვს მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის». — ამბობს მაიკლ ბეკერმანი.

მაიკლ ბეკერმანი. ფოტო: Bloomberg

მიუხედავად ამისა, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინეთში მყოფი თანამშრომლები განმეორებითად ნახულობენ ამერიკელი მომხმარებლების ინფორმაციას. მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის იანვრამდე. 

აგრეთვე, არსებობს ცნობები, რომ TikTok-ის შეხვედრაზე გაჟღერდა ფრაზა — «ჩინეთში ყველაფერი ჩანს», რომ არსებობს თანამშრომელი, რომელიც ცნობილია «მთავარი ადმინის» სახელით და აქვს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე. 

ამასთან, TikTok-მა გაავრცელა განცხადება, რომ ჩინეთში თანამშრომლების ნაწილს UK-სა და EU-ს მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვს. 

ჩინური ვიდეოგაზარების პლატფორმის განცხადებით, მისი «კონფიდენციალურობის პოლიტიკა» «დაფუძნებულია მათი საქმის შესრულების დემონსტრირებულ საჭიროებაზე» და რომ ეს პოლიტიკა ეხება «ევროპის ეკონომიკურ ზონას, გაერთიანებულ სამეფოს და შვეიცარიას».

«ჩვენ ნებას ვრთავთ ჩვენი კორპორაციული ჯგუფის ფარგლებში მყოფ ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც არიან ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში ისრაელში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში, ჰქონდეთ ევროპელი TikTok მომხმარებლების მონაცემებზე დისტანციური წვდომის საშუალება». — ამბობს ევროპაში პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ხელმძღვანელი ელინ ფოქსი. 

ფოქსის თქმით, TikTok-ის ამჟამინდელი მიზანი ევროპელ მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მქონე თანამშრომელთა რიცხვის შემცირებაა. 

საპასუხოდ ბრენდარ კარი ამბობს, რომ არ არსებობს სამყარო, სადაც მონაცემები იქნება იმდენად დაცული, რომ ისინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს.



ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.