ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
29 მაისი 2024, 11:42
2024-05-29
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
2024 წლის აპრილში ჩინეთის მთავრობის «ინტერნეტ-ინფორმაციის ადმინისტრაციამ» წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია, ინფლუენსერებს «აღარ ჰქონდეთ სურვილი, განზრახ აჩვენონ მდიდრული ცხოვრების წესი», რაც მათ სიმდიდრეზე მეტყველებს.
ამის გამო, ჩინეთის მთავრობის დავალებით, ცხოვრების სტილის ინფლუენსერების ანგარიშებს სოციალური ქსელებიდან შლიან.
მაგალითად, უკვე დაბლოკეს «ჩინელი კიმ კარდაშიანი», რომელსაც ქსელ Douyin-ში 4.3 გამომწერი ყავდა.
ასევე, ანგარიშები წაუშალეს ბლოგერს 2 მილიონზე მეტი გამომწერით, რომელიც მდიდრულ სახლებში ვიდეო ტურებს აწყობდა და კიდევ სხვა ბლოგერს, რომელიც აქვეყნებდა პოსტებს ძვირადღირებული ნივთების შესახებ.
15 მაისს ჩინეთის სოციალური მედიის მთავარმა პლატფორმებმა: Weibo, Douyin და Xiaohongshu გამოაცხადეს ზომები, რომელიც ინფლუენსერებს ანგარიშებს წაშლისგან დაიცავს.
მაგალითად: Weibo-ზე, ინფლუენსერებს შეუძლიათ, თავად თქვან უარი მდიდარი სახლებისა და მანქანების ჩვენებაზე პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, ასევე, არ აჩვენონ ფული და არ გამოაქვეყნონ პოსტები ბავშვებისა, «რომლებიც იყენებენ ფუფუნების ნივთებს «ტრაფიკისა და აჟიოტაჟის მოსაზიდად».
ჩინეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2021 წელს აკრძალა «არაეთიკური» შინაარსის გამოქვეყნება. მაშინ ჩინეთის «ინტერნეტ-ინფორმაციის ადმინისტრაციამ» თქვა, რომ «ცნობილი ადამიანებისთვის შეუფერებელი იყო თავიანთი სიმდიდრის გამოფენა და ექსტრავაგანტული გართობის ჩვენება».
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.