ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა. მიზეზი ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული რისკებია — TikTok-ს ჩინური კომპანია ByteDance ფლობს. 

კომენტარის დატოვება

აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ შესაძლოა TikTok-ის მომხმარებელთა მონაცემები ByteDance-ის გავლით ჩინეთის მთავრობის ხელში აღმოჩნდეს და საბოლოოდ, აშშ-ის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. 

კანონის კენჭისყრა სენატში 14 დეკემბერს ჩატარდა. საბოლოოდ დამტკიცებისთვის ის კონგრესმა უნდა მიიღოს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი ხელი მოაწეროს. 

კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წარმომადგენელთა პალატა — ისინი თეთრ სახლთან კონსულტაციებს მართავენ. 

სენატის ნაბიჯი, განეხილა და მხარი დაეჭირა აღნიშნული კანონისთვის, მოჰყვა ჩრდილოეთ დაკოტასა და აიოვას შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აეკრძალათ აპლიკაციის გამოყენება სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების ტელეფონებზე. ამ ორი შტატის გარდა, სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება ასევე აკრძალულია ალაბამაში, მერილენდში, ოკლაჰომაში, სამხრეთ კაროლინაში, სამხრეთ დაკოტაში, იუტასა და ტეხასში. ნებრასკაში კი ეს წესი 2020 წელს ამოქმედდა. ასევე, TikTok-ის გამოყენება აკრძალულია სამხედროებისთვის. თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ფედერალურ დონეზე ამოქმედდება. 

გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლება, კერძოდ, უცხოური ინვესტიციების კომიტეტი უკვე რამდენიმე წელია, TikTok-თან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში აპლიკაციის შესაძლო აკრძალვას ეხება. გავრცელებული ცნობებით, ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები შეფერხდა. 

ზოგიერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ აპლიკაციის აკრძალვის გადაწყვეტა ჭიანურდება. TikTok-ის კრიტიკოსმა, ვირჯინიის შტატის დემოკრატმა წარმომადგენელმა სენატში, მარკ უორნერმა განაცხადა, რომ «მისი მოთმინება იწურება». 

მანამდე სენატორმა მარკო რუბიომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში არა მხოლოდ TikTok-ის, არმედ იმ სხვა აპლიკაციების გამოყენებას კრძალავს, რომლებიც როგორც ჩინეთში, ისე რუსეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბასა და ვენესუელაშია შექმნილი. თუმცა, მის ამ ინიციატივას მხარი არც კრის ურეიმ დაუჭირა და არც ჯოს ჰაულიმ, რომელმაც სენატის მიერ სამთავრობო ტელეფონებზე აპლიკაციის აკრძალვის შესახებ მხარდაჭერილი კანონპროექტი მოამზადა. 

FBI აცხადებს რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
თემის მიხედვით
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
TikTok: თანამშრომლების ნაწილს UK-სა და EU-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვს
TikTok: თანამშრომლების ნაწილს UK-სა და EU-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვს
თემის მიხედვით
TikTok: თანამშრომლების ნაწილს UK-სა და EU-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვს
გვითვალთვალებს თუ არა TikTok
გვითვალთვალებს თუ არა TikTok
თემის მიხედვით
გვითვალთვალებს თუ არა TikTok

ასევე წაიკითხეთ
ნელი და დელიკატური თვითმფრინავი, რომელიც ჯაშუშურ მისიებს ასრულებს
ნელი და დელიკატური თვითმფრინავი, რომელიც ჯაშუშურ მისიებს ასრულებს
ნელი და დელიკატური თვითმფრინავი, რომელიც ჯაშუშურ მისიებს ასრულებს
ლექს ფრიდმანმა მარკ ზაკერბერგის ფოტორეალისტური ავატარი Metaverse-ში გამოკითხა
ლექს ფრიდმანმა მარკ ზაკერბერგის ფოტორეალისტური ავატარი Metaverse-ში გამოკითხა
ლექს ფრიდმანმა მარკ ზაკერბერგის ფოტორეალისტური ავატარი Metaverse-ში გამოკითხა
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
TikTok, თავისი სპეციფიკის — მოკლე და კონკრეტული ვიდეოების გამო, სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია. მსოფლიოში მას 1.677 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ყოველთვიურად აქტიურია 1.1 მილიარდი. TikTok აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს და მის აკრძალვას ცდილობს.  გააკეთეთ ქვიზი და ნახეთ, რა იცით ამ ტექნოლოგიურ გიგანტზე👇
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.