ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის და როგორ მუშაობს ინვესტიციები — რა უნდა ვიცოდეთ

ინვესტიცია ის აქტივია, რომელსაც ფიზიკური პირი და/ან ორგანიზაცია მომავალში მოგების მიღების მოლოდინით ყიდულობს. ანუ, ეს არის მოგების ან სხვა ეკონომიკური ეფექტის მიღების მიზნით ფულის დაბანდება. ინვესტირება საშუალებაა, დღევანდელი შემოსავლები სამომავლო მოგების წყაროდ ვაქციოთ.

კომენტარის დატოვება

ინვესტირება ხდება აქციებსა და საცალო ფასიან ქაღალდებში (ობლიგაციებში). 

რა არის აქცია? 

აქცია არის კომპანიის საკუთრების ერთეული. აქციის ფლობის შემთხვევაში თქვენ აქციონერი ხართ, ამან კი შესაძლოა დივიდენდების მიღების უფლებაც მოგცეთ. აქციებს კომპანიები უშვებენ და ყიდიან,  რათა კაპიტალი მიიზიდონ — მათ სჭირდებათ ფული/სახსრები კვლევისა და განვითარებისთვის, გაფართოების ან ზრდის სხვა შესაძლებლობისთვის. 

როცა კომპანიას სჭირდება ფული, შეუძლია, აიღოს ვალი ან გამოუშვას და გაყიდოს აქცია. აქციის გაყიდვით ის გარკვეულ წილს უთმობს აქციონერს, ანუ აქციის მფლობელ ადამიანს ან ორგანიზაციას. ხშირად კომპანიებს ვალის აღებას აქციის გაყიდვა ურჩევნიათ, რადგან, ვალის დაბრუნება სავალდებულოა, აქციის გაყიდვის დროს რისკი ბოლომდე აქციონერის მხრებზეა. 

აქციის შეძენის შემდეგ, თუ კომპანიის საქმე კარგად მიდის, იზრდება მისი შემოსავლები და სხვა, იზრდება აქციის ფასიც, შესაბამისად, იზრდება აქციის მფლობელის ქონება. 

თუ კომპანიის საქმეები ცუდად წავა, აქციების ფასი დაბლა იწევს. ამის გამო შესაძლოა დაიკარგოს აქციონერის თანხა. 

რა არის ობლიგაცია? 

რაც შეეხება ობლიგაციებს — ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რათა სესხი მიიღონ. ობლიგაციის მყიდველი ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე ცვალებადი.

როგორ ხდება აქციების ყიდვა-გაყიდვა? 

აქციების შეძენა ან გაყიდვა საფონდო ბირჟებზე ხდება. 

მსოფლიოში არსებობს არაერთი საფონდო ბირჟა ნიუ იორკიდან ინდოეთამდე. ყველა მათგანს აქვს წესები, რომელსაც აქტორები ემორჩილებიან. ასევე, გახსნის და დახურვის საათები — აქციების ყიდვა-გაყიდვა განსაზღვრულ დროში ხორციელდება. 

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს ფინანსური კომპანიების აპლიკაციები, სადაც რეგისტრირდებით, შემდეგ კი აქციებს ყიდულობთ და ინახავთ, ან უკვე ნაყიდ აქციებს ყიდით. საქართველოში აქციების ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ბანკის აპლიკაციით არის შესაძლებელი. 

აქციებით ვაჭრობის მთავარი არსი ისაა, რომ თქვენ იაფად უნდა შეიძინოთ ესა თუ ის აქცია, რათა შემდეგ გაზრდილი ფასით იხეიროთ და ძვირად გაყიდოთ ის. 

აქციების შეძენის დროს რისკების გათვლა და ანალიზი სწორედ ამიტომაა საჭირო — შესაძლოა, ზოგიერთი აქციის ფასმა, სხვადასხვა ფაქტორის გამო, დაიწყოს. 

აქციებში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორებია: 

  • ადგილობრივი, დაკავშირებული და საერთაშორისო ბაზრების ეკონომიკური, პოლიტიკური და ფინანსური გარემო და მათი გავლენა კომპანიის ბიზნესზე;
  • ადგილობრივი, დაკავშირებული და საერთაშორისო ბაზრების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების დინამიკა, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები, გაცვლითი კურსის ცვალებადობა და სხვა;
  • კომპანიის საქმიანობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ფაქტორები;
  • ინვესტორთა მოლოდინები.

ინფორმაცია კომპანიაზე, რომლის აქციების შეძენაზეც ფიქრობთ:

  • კომპანიის პერიოდული ანგარიშები (წლიური და ნახევარწლიური ანგარიშები, მათ შორის ფინანსური ანგარიშგებები);
  • პროსპექტით გამჟღავნებული ინფორმაცია;
  • კომპანიასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები და სხვადასხვა ტიპის კვლევები.

თუ თანხის დაბანდებას გადაწყვეტთ, აუცილებელია, ის რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაზე გაანაწილოთ, რათა რისკი შემცირდეს და თუ რომელიმე კომპანიის გამო თანხას დაკარგავთ, ის სხვა კომპანიების მოგებებმა აანაზღაუროს. 

რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში
რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში
თემის მიხედვით
რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში

ასევე წაიკითხეთ
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.