საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი: 2024-ში ველოდებით კიდევ ერთი ციფრული ბანკის შემოსვლას
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ bm.ge-ის ეთერში თქვა, რომ 2024 წელს საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ციფრული ბანკის შემოსვლას ელოდება.

ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს ლიცენზია 2 ციფრულ ბანკზე აქვს გაცემული. ერთია «პეისერა», რომელიც მომხმარებლებს უკვე ემსახურება, მეორე კი — «ჰეში». მისი დირექტორთა საბჭოს უფროსი თეონა მაკალათიაა, სამეთვალყურეო საბჭოს კი ლაშა პაპაშვილი ხელმძღვანელობს. ირაკლი ძნელაძის თქმით, «ჰეშისგან» მომხმარებლებისთვის შეთავაზებებს ელოდებიან.
რაც შეეხება მომავალ წელს — ალექსანდრე ძნელაძის თქმით:
«ველოდებით ახალ ციფრულ ბანკებს, მოლოდინი გვაქვს, რომ ერთი ახალი ციფრული ბანკი უნდა შემოვიდეს ბაზარზე, ასევე ველოდებით მიკრობანკების ლიცენზიის გაცემას, რომელზეც გარკვეული შეთანხმება უკვე მოხდა ეროვნულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან იყო დასახელებული.
ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ კონკურენცია გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსაუბრობთ კონცენტრაციაზე, კონკურენცია საბანკო სექტორში ყოველთვის იყო, თუმცა საუბარია კონკრეტული პროდუქტების მიხედვით კონკურენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის შემდეგი განვითარებისთვის». — განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.