ნინო ქურდიანი: პერსონალური ფინანსების 12 მცნება
ფინანსისტი, თბილისის საფონდო ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ქურდიანი პერსონალური ფინანსების საკვანძო წესებს გვიზიარებს.
ფინანსისტი, თბილისის საფონდო ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ქურდიანი პერსონალური ფინანსების საკვანძო წესებს გვიზიარებს.
1. თუ სესხის მომსახურება შეგიძლია, დაზოგვაც შეგძლებია. გადაინახე ყოველთვე მიღებული შემოსავლის წილი.
2. ნუ ილაპარაკებ საკუთარი დანაზოგების მოცულობის შესახებ. პირადი ფინანსები პირადი საქმეა.
3. შეინახე გონივრულად, რისკების დაზღვევით, ფრთხილად, დაცულად და, სასურველია, დივერსიფიცირებულად. არ დააბანდო იქ, სადაც შემოსავლების სქემა ბოლომდე გასაგები არ არის შენთვის.
4. უყურე საკუთარ ცხოვრებას, როგორც გრძელვადიან პროექტს, სადაც მსხვილი ხარჯები გარდაუვალია. განჭვრიტე ისინი წინასწარ და მოემზადე მათთვის დანაზოგების ქონით.
5. არასოდეს ისესხო მოკლევადიანი საჭიროებებისთვის. ფეხი იქამდე გაჭიმე, სადამდეც საბანი გწვდება, ან შეიკერე უფრო დიდი საბანი.
6. შეისწავლე საკუთარი ხარჯვის ჩვევები. აღწერე, დააკვირდი, შეაფასე, გადაალაგე, შეცვალე და მუდმივად ამონიტორინგე.
7. დანაზოგის გაკეთებისთვის ორი გზა არსებობს: გაზარდო შემოსავალი ან შეამცირო ხარჯები. თუ თვლი, რომ არცერთი არ შეგიძლია, იხ. პუნქტი პირველი.
8. დაზოგვა ფსიქოლოგიური ფენომენია. რამდენს დაზოგავ, განპირობებულია ფინანსური მდგომარეობით, მაგრამ საერთოდ დაზოგავ თუ არა, ეს პირადი გადაწყვეტილებაა.
9. სესხება გამართლებულია:
10. ყოველთვის ზუსტად დათვალე, რამდენად შეგიძლია, მოემსახურო სესხს. გაიაზრე, რას თმობ სანაცვლოდ
11. არასდროს (!) აიღო სესხი მხოლოდ იმიტომ, რომ რთული მდგომარეობა გაქვს. სესხს აქვს უნარი, უფრო გაგირთულოს მდგომარეობა. სესხის გადაფარვა უფრო ძვირადღირებული სესხით არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და არა გამოსავალი.
12. სესხება არის საკუთარი წარსულის მსახურება, დაზოგვა კი — მომავლის. შეუქმენი საკუთარ მომავალს სარგებელი და არა ბორკილები.