საპენსიო სააგენტოს განცხადებით, აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს.
სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.
საპენსიო სააგენტოს თანახმად, ესაა იმ ტოპ 10 კომპანიის სია, რომლებშიც თანხების ზემოთხსენებული 20%-ის ნაწილია ინვესტირებული:
Apple — 3%;
Microsoft — 2,9%
Amazon — 1,4%;
Nvidia — 1,3%;
Google — 0,8%;
Meta — 0,8%;
Berkshire Hathaway — 0,8%
Tesla — 0,7%;
UnitedHealthcare — 0,7%
Nestle — 0,5%.
კანონში შესული ცვლილებები შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.
3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.