ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძეფინანსები
27 სექტემბერი 2023, 15:00
2023-09-27
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველა დიდი კომპანია დიდი იდეით იწყებს, მაგრამ საუკეთესო იდეებსაც სჭირდება ფული და დაფინანსება. ბევრი ანტრეპრენერისთვის ვენჩერული, ანუ სარისკო კაპიტალი საწყის ეტაპებზე მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ვენჩერული კაპიტალი (VC) კერძო კაპიტალის ფორმაა, რომელიც სტარტაპებს და ადრეულ სტადიაზე მყოფ განვითარებად კომპანიებს აფინანსებს — ისეთერბს, რომლებსაც არსებობის მოკლე ისტორია აქვთ, მაგრამ ასევე აქვთ ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ახალი კომპანიები ტექნიკური მხარდაჭერისა და მენეჯერული ექსპერტიზის სანაცვლოდ საკუთრების წილებს ყიდიან.
VC ინვესტორები, როგორც წესი, კომპანიების მართვაში მონაწილეობენ და ახალგაზრდა აღმასრულებლებს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. სტარტაპის დამფუძნებლებს შესაძლოა ჰქონდეთ დიდი გამოცდილება მათ მიერ არჩეულ ბიზნესში, მაგრამ არ გააჩნდეთ მზარდი კომპანიის ასაშენებლად საჭირო ცოდნა და უნარები, VC-ები კი ახალი კომპანიების ხელმძღვანელობაში სპეციალიზირებულნი არიან.
ვენჩერული კაპიტალი მეწარმეებს სხვა უპირატესობებსაც სთავაზობს — პორტფოლიოში შემავალი კომპანიები წვდომას იღებენ VC ფონდის პარტნიორებისა და ექსპერტების ქსელზე. მეტიც, მათ შეუძლიათ, VC ფონდს დაეყრდნონ, როდესაც მეტი თანხის მოზიდვას შეეცდებიან.
ვენჩერული კაპიტალი ალტერნატიული ინვესტიციაა, რომელიც მხოლოდ ინსტიტუციური და აკრედიტებული ინვესტორებისთვისაა ხელმისაწვდომი. საპენსიო ფონდები, დიდი ფინანსური ინსტიტუტები და მაღალი ღირებულების ინვესტორები (HNWI) როგორც წესი, ინვესტიციას VC ფონდებში დებენ.
რა არის ვენჩერული კაპიტალის ფონდი?
ვენჩერული კაპიტალის ფონდი საინვესტიციო კომპანიის ტიპია, რომელიც სარისკო კაპიტალის თანხებს მართავს და სტარტაპებისთვის კაპიტალს ხელმისაწვდომს ხდის.
რას აკეთებენ ვენჩერული კაპიტალის კომპანიები?
სტარტაპები VC ფონდებს ხშირად მიმართავენ, რათა მოიპოვონ დაფინანსება, რომელიც მათ საქმიანობის დასაწყებად ან გასაგრძელებლად სჭირდებათ. სათანადო შემოწმების შემდეგ ფონდები ფულს მათ მიერ არჩეულ კომპანიებს აძლევენ.
დაფინანსების სანაცვლოდ VC კომპანია საკუთრების წილს იღებს. წილი დამწყებ კომპანიაში, ჩვეულებრივ, 50%-ზე ნაკლებია. ბევრი მსხვილი VC კომპანია აქტიურ ინტერესს იჩენს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომპანიებმა, რომლებშიც ინვესტიცია ჩადეს, წარმატებას მიაღწიონ.
VC კომპანიის მიზანია, სტარტაპის ღირებულება გაზარდოს, შემდეგ კი ინვესტიციიდან ფონდის წილის გაყიდვით ან პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) მოგება მიიღოს.
როგორ მუშაობს ვენჩერული კაპიტალი?
ვენჩერული კაპიტალის ფონდები კომპანიებს განვითარების ადრეულ ეტაპზე აფინანსებენ.
სარისკო კაპიტალის ინდუსტრიაში არსებობს ოთხი ტიპის მოთამაშე:
ანტრეპრენერები, რომლებიც კომპანიებს ქმნიან და დაფინანსება თავიანთი ხედვის რეალიზებისთვის სჭირდებათ;
ინვესტორები, რომლებსაც სურ, გაიღონ რისკი მაღალი შემოსავლის მისაღებად;
ინვესტორი ბანკირები, რომლებსაც კომპანიების გაყიდვა ან საჯარო მიღება სჭირდებათ;
ვენჩერული ინვესტორები, რომლებიც სარგებელს მეწარმეების, ინვესტორებისა და ბანკირებისთვის ბაზრების შექმნით იღებენ.
ანტრეპრენერები, რომლებიც კაპიტალს ეძებენ, ბიზნეს გეგმებს VC კომპანიებს დაფინანსების მოპოვების იმედით წარუდგენენ. თუ VC ფირმა ბიზნეს-გეგმას პერსპექტიულად ჩათვლის, ჩაატარებს Due Diligence-ს: ეს მოიცავს რისკის და შესაბამისობის შემოწმებას, ფაქტებისა და ინფორმაციის გადამოწმებას.
თუ ამ პროცესის შედეგად აღმოჩნდება, რომ ბიზნესი პერსპექტიულია, VC კომპანია კაპიტალს წილის სანაცვლოდ შესთავაზებს.
ვენჩერული კაპიტალის ინვესტიციის ეტაპები
კომპანიები იზრდებიან და ვითარდებიან, ისინი VC პროცესში სხვადასხვა ეტაპს გადიან.
პირველადი დაფინანსება: ეს VC დაფინანსების პირველი რაუნდია, რომელშიც ვენჩერული ინვესტორები სტარტაპებს მცირე თანხას სთავაზობენ, რათა ახალ კომპანიას თავისი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაეხმარონ და მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი შექმნან (MVP).
ადრეული ეტაპის დაფინანსება: ამ შემთხვევაში დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები უფრო დიდია, ვიდრე საწყის ეტაპზე, რადგან სტარტაპის დამფუძნებლები თავიანთ ბიზნესს აძლიერებენ.
გვიანი ეტაპის დაფინანსება: სტარტაპ კომპანიებს ამ ეტაპისთვის უნდა ჰქონდეთ მიღებული შემოსავალი და იყვნენ გაზრდილები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კომპანია ჯერ მომგებიანი არ იყოს, უნდა იყოს პერსპექტიული.
VC კომპანიის მიზანია, მათი კომპანიები იმ დონემდე გაზარდონ, რომ ისინი მიმზიდველი სამიზნეები გახდნენ შესყიდვების ან IPO-ებისთვის. სარისკო კაპიტალის კომპანია მიზნად ისახავს გაყდიონ თავისი წილები მოგებით და შემოსავალი ინვესტორებზე გაანაწილონ.
რა არის ვენჩერული კაპიტალის ფონდები?
სარისკო კაპიტალის ფონდები სტრუქტურირებულია, როგორც შეზღუდული პარტნიორობა. გენერალური პარტნიორები მართავენ ფონდს. ინვესტორები ფონდში შეზღუდული პარტნიორები არიან.
ვენჩერული კაპიტალის ფონდები შემოსავალს მენეჯმენტისა და შესრულების საკომისიოს დარიცხვით აწარმოებენ. საკომისიოს ყველაზე გავრცელებული სტრუქტურა არის 2 და 20: VC კომპანია თავის ინვესტორებს მენეჯმენტის საკომისიოს, მთლიანი მართვის ქვეშ მყოფ აქტივების (AUM) 2%-ს უხდის. ამას პლუს შესრულების საკომისიო, რომელიც მოგების 20%-ია.
ვენჩერული კაპიტალის კარგად ცნობილი კომპანიები
ვენჩერული კაპიტალის კომპანიები ინვესტირებას მრავალ ინდუსტრიაში ახდენენ, მაგრამ VC ინვესტიციების უმეტესობა კონცენტრირებულია ტექნიკურ სექტორზე. ყველაზე ცნობილი VC კომპანიები სილიკონ ველიზე მუშაობს.
ანდრეზენ ჰოროვიცი: დაარსებული 2009 წელს მარკ ანდრეესენისა და ბენ ჰოროვიცის მიერ, ანდრესენ ჰოროვიცი მენლო პარკში, კალფშია დაფუძნებული. ეს VC კომპანია ადრეულ ეტაპზე სტარტაპებში ინვესტირებს, როგორიცაა საწარმოთა IT, თამაშები, სოციალური მედია, ელექტრონული კომერცია და კრიპტოვალუტა.
Sequoia Capital: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო VC კომპანია, Sequoia ასევე დაფუძნებულია მენლო პარკში, კალფში. Sequoia Capital-მა ინვესტიცია აშშ-ის ზოგიერთ ყველაზე ცნობილ ტექნიკურ კომპანიაში მოახდინა, მათ შორის WhatsApp, LinkedIn, Paypal და Zoom და სხვა.
Y Combinator: 2005 წელს დაარსებული ეს VC კომპანია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპ აქსელერატორად ითვლება. მან ინვესტიცია 3000-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა, მათ შორის DoorDash, Coinbase, Instacart, Dropbox და Reddit და მრავალი სხვა.
კერძო კაპიტალი VS ვენჩერული კაპიტალი
სარისკო კაპიტალი განიხილება კერძო კაპიტალის ფორმად. მათ შორის ყველაზე ნათელი განსხვავება ისაა, რომ ვენჩერული კაპიტალი მხარს უჭერს ანტრეპრენერულ სტარტაპებს, ხოლო კერძო კაპიტალი ინვესტირებას ახდენს დამკვიდრებულ სფეროებში მომუშავე კომპანიებში.
ვენჩერული კაპიტალი
ინვესტიციებს ახორციელებს სტარტაპებში
როგორც წესი, იძენს აქციებს, რომელთა ღირებულებაც კომპანიის კაპიტალის 50%-ზე ნაკლებია.
შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პორტფელის კომპანიების მართვაში;
განსაკუთრებით პოპულარულია ტექნიკურ სექტორში
ინვესტირებას ახდენს კომპანიებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ მნიშვნელოვანი შემოსავალი ან მოგება;
გამოიმუშავებს ანაზღაურებას, როდესაც პორტფელის კომპანია იყიდება ან საჯარო ხდება
კერძო კაპიტალი
ინვესტირებას ახდენს დამკვიდრებულ ბიზნესში, ხშირად უპირატესობას ანიჭებს ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიებს;
იღებს პორტფელის კომპანიების წილების უმეტესობას;
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს პორტფელის კომპანიების მართვასა და ოპერირებაში;
წარმოქმნის ანაზღაურებას, როდესაც პორტფელის კომპანია იყიდება ან საჯარო ხდება.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე თქვა.