Zoom თანამშრომლების 15%-ს შეამცირებს
ვიდეო კონფერენციების კომპანია Zoom, რომლის პოპულარობაც Covid-19-ის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, დაახლოებით 1300 თანამშრომელს გაათავისუფლებს.
ვიდეო კონფერენციების კომპანია Zoom, რომლის პოპულარობაც Covid-19-ის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, დაახლოებით 1300 თანამშრომელს გაათავისუფლებს.
ნაბიჯი გავლენას თანამშრომლების 15%-ზე მოახდენს. ბოლო დროს პლატფორმაზე მომხმარებელთა ზრდა შენელდა, შესაბამისად მოგებაც შემცირდა.
Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ იუანმა თქვა, რომ ხელფასები მას და სხვა ლიდერებსაც საგრძნობლად შეუმცირდებათ. Zoom იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს უერთდება, რომლებიც მსგავს რეორგანიზაციას ახდენენ.
«როდესაც მსოფლიო პანდემიის შემდგომ პერიოდზე გადადის, ვხედავთ, რომ ხალხი და ბიზნესი Zoom-ის გამოყენებას აგრძელებს, მაგრამ გლობალური ეკონომიკის გაურკვევლობა და არასტაბილურობა და მისი გავლენა ჩვენს მომხმარებლებზე ნიშნავს, რომ ჩვენ არეკონომიკურ გარემოს უნდა გავუძლოთ». — განაცხადა იუნმა.
Layoffs.fyi-ის თანახმად, რომელიც გათავისუფლებებს აკვირდება, გლობალურად 2023 წლის დასაწყისიდან 300-ზე მეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ თითქმის 100 000 თანამშრომელი გაათავისუფლა.
Zoom-ის შემოსავალი 2020 წელს სამჯერ გაიზარდა, ხოლო 2021 წელს დაახლოებით 55%-ით შემცირდა. კომპანიის აქციები 2020 წლის პიკთან შედარებით 80%-ზე მეტით დაეცა.
იუანმა თქვა, რომ შემცირება გავლენას ორგანიზაციის ყველა ნაწილზე მოახდენს.
«რესტრუქტურიზაცია 50-დან 68 მილიონ დოლარამდე დაჯდება, დაზარალებული პერსონალი 16 კვირიან ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებს». — აღნიშნა მან.
იუნი ხელფასს 98%-ით შეიმცირებს და ბონუსზეც უარს იტყვის. აღმასრულებელი ხელმძღვანელობის გუნდის სხვა წევრების, საბაზისო ხელფასები 20%-ით შემცირდება.
«ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით. მაგრამ შეცდომებიც დავუშვით. არ გვქონდა იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ პრობლემები საფუძვლიანად გაგვეანალიზებინა ან შეგვეფასებინა, ვიზრდებოდით თუ არა მდგრად». — თქვა იუანმა.
«როგორც Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ამ შეცდომებსა და იმ ქმედებებზე, რომლებსაც დღეს ვაკეთებთ მე ვარ პასუხისმგებელი — და მსურს პასუხისმგებლობის გრძნობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩემი ქმედებებითაც დავამტკიცო».
განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 8%-ზე მეტით გაიზარდა.