TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok-ი ფოტოების აპლიკაციის გამოშვებას აპირებს, რითაც ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, Instagram-ს უპირისპირდება.
TikTok-ი ფოტოების აპლიკაციის გამოშვებას აპირებს, რითაც ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, Instagram-ს უპირისპირდება.
კომპანიამ განაცხადა, რომ სპეციალურად სურათებისა და ტექსტისთვის გამოყოფილ სივრცეზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ეს შემთხვევა სოციალური მედიის კომპანიების უახლესი მაგალითია, რომლებიც ერთმანეთის პროდუქტებს იმიტირებენ — მაგალითად, 2020 წელს Instagram-მა TikTok-ის მსგავსი ვიდეო ინსტრუმენტი, Reels გამოუშვა.
«კოპირების ფენომენი სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელებულია». — განუცხადა BBC-ის, ანალიტიკური კომპანიის, Forrester-ის დირექტორმა, მაიკ პროულქსმა.
მაიკმა აღნიშნა, რომ პროდუქტის კარგად დაკოპირება ყოველთვის ამართებს და მაგალითიც მოიყვანა, როდესაც, Instagram-მა Snapchat-დან «Stories» ფუნქცია გადაიტანა.
თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ Twitter-ის ნაბიჯი წარუმატებლად დასრულდა — ამიტომ წარმატების გარანტია არ არსებობს.
TikTok ამბობს, რომ მას ფოტოების აპლიკაციის დიზაინი ჯერ არ დაუსრულებია და არც გამოშვების თარიღი დაადასტურა.
მაგრამ ზოგიერთი მომხმარებლის მიერ მიღებული შეტყობინებებით თუ ვიმსჯელებთ, აპი მომხმარებლებს ფოტო პოსტების ატვირთვისა და გაზიარების საშუალებას მისცემს — რაც ამჟამად TikTok აპლიკაციის ფუნქციაა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, სურათების სერია ხმებითა და ფილტრებით გამოაქვეყნონ.
სოციალური მედიის კონსულტანტმა, მეტ ნავარამ თქვა, რომ ტექსტის ან ფოტო აპი შეიძლება იყოს სივრცე, სადაც TikTok მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებიც სქროლავენ და ნაკლებად პოსტავენ, უფრო აქტიურად ჩაერთვება.
ეს კომპანიისთვის რთულ დროს ხდება — როდესაც აშშ-მა კანონმდებლობა მიიღო, რომლის მიხედვითაც TikTok შეიძლება აიკრძალოს, თუ მისი ჩინელი მფლობელი მას კანონის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ გაყიდის.
მაიკ პროულქსმა თქვა, რომ TikTok-ისთვის საუკეთესო გზა შეიძლება იმ მიდგომის კოპირება იყოს, რაც Meta-მ თავის კონკურენტთან, Twitter-თან მიმართებაში გააკეთა, როდესაც Threads გამოუშვა, რომელიც ძირითადად Instagram-ის არსებულ მომხმარებელთა ბაზას. ეყრდნობოდა.