Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ეკმა განაცხადა, რომ დეკემბერში 1,500 ადამიანის გათავისუფლებამ კომპანიისთვის «მნიშვნელოვანი გამოწვევა» შექმნა.
Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ეკმა განაცხადა, რომ დეკემბერში 1,500 ადამიანის გათავისუფლებამ კომპანიისთვის «მნიშვნელოვანი გამოწვევა» შექმნა.
«მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, ამან ჩვენი ყოველდღიური ოპერაციები იმაზე მეტად შეაფერხა, ვიდრე ველოდით». — განუცხადა ეკმა ინვესტორებს.
თუმცა ეკმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ კომპანიამ ამ გამოწვევის დაძლევა წარმატებით შეძლო.
«გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა სწორი მიმართულება გვეპოვა, მაგრამ ამ გარდამავალ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, ჩვენ ისევ სწორ გზაზე ვართ». — დასძინა ეკმა.
როგორც ჩანს, ეკის გადაწყვეტილებამ Spotify-ისთვის შედეგი მაინც გამოიღო.
30 აპრილს, სტრიმინგის გიგანტმა 2024 წლის პირველი კვარტალში თავისი შემოსავალი გამოაცხადა, სადაც გამოავლინა, რომ Spotify-მ კვარტალური მოგება 197 მილიონი ევროს, ანუ 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით 241 მილიონი აშშ დოლარის ზარალი განიცადა.
26 აპრილს Spotify-მ განაცხადა, რომ ტეილორ სვიფტის უახლესი ალბომი, «The Tortured Poets Department», ერთ დღეშიპლატფორმაზე ყველაზე პოპულარული გახდა. თავად ტეილორი «ერთ დღეში Spotify-ის ისტორიაში ყველაზე ხშირად „მოსმენილი“ არტისტი გახდა».
Spotify-ში მნიშვნელოვანი ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ გასულ წელს 2300 თანამშრომელი გაათავისუფლა. დეკემბერში 1500 სამუშაო ადგილის შეწყვეტის გარდა, Spotify-მ დაახლოებით 600 თანამშრომელი 2023 წლის იანვარში და კიდევ 200 თანამშრომელი ივნისში გაათავისუფლა.