ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Dell 6000-ზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებს

Dell Technologies  შეუერთდა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვს, რომლებმაც დიდი შემცირება გამოაცხადეს. კომპანია აპირებს, ორშაბათიდან თანამშრომლების 5% დაითხოვოს.

კომენტარის დატოვება

Dell-მა სამუშაო ადგილების შემცირება «რთულ გლობალურ ეკონომიკურ გარემოს» დაუკავშირა. Dell-ის ოპერაციულმა დირექტორმა, ჯეფ კლარკმა წერილოთ თანამშრომლებს უთხრა, რომ კომპანიის მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები ხარჯების შესამცირებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

«ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები, რათა მოვემზადოთ მომავლისთვის». — განაცხადა მან. 

შემცირება დაახლოებით 6 600 ადამიანს შეეხო. Dell-ის განცხადებით, კომპანიას გასული წლის იანვარში წარდგენილი ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, გლობალურად 133 000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანიამ უკვე შეაჩერა გარე დაქირავება, შეზღუდა მოგზაურობა და შეამცირა ხარჯები გარე სერვისებზე.

შემცირებები აპრილის ბოლოს დასრულდება.

Dell-ის აქციები ორშაბათს, შემცირებების გამოცხადების შემდეგ, 3,6%-ით დაეცა. ბოლო 12 თვის განმავლობაში Dell-ის აქციები 31%-ით დაეცა.

2022 წლის განმავლობაში Dell-მა დაკარგა თავისი პოზიციები კომპიუტერების სხვა მწარმოებლებს შორის.

IDC-ის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით, Dell-ს გლობალური კომპიუტერების გაყიდვების ბაზრის დაახლოებით 16% ეკავა, რაც 2021 წლის 18%-თან შედარებით შემცირებას აჩვენებს.

მაჩვენებელი ჩამოუვარდება ჩინურ Lenovo-ს, რომელიც ნომერ პირველი კომპიუტერის მწარმოებელია ბაზარზე 23%-ით, ხოლო მეორე ადგილს HP იკავებს თითქმის 20%-ით.

უახლეს კვარტალში Dell-ის განცხადებით წმინდა შემოსავალი $24,7 მილიარდი აქვს, რაც 6%-ით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე (26,4 მილიარდი აშშ დოლარი). მისი წმინდა შემოსავალი უწყვეტი ოპერაციებიდან 241 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც შემცირების 93%-იან მაჩვენებელს უდრის.

ბოლო თვეების განმავლობაში, პანდემიის დროს სწრაფი გაფართოების შემდეგ, უამრავმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის Google-ის დედა კომპანია Alphabet-მა, Amazon, IBM, Meta, Microsoft და Twitter-მა ათიათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა. ვებსაიტ Layoffs.fyi-ს მიხედვით, მხოლოდ 2023 წელს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 78-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირეს.

ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
თემის მიხედვით
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
თემის მიხედვით
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Microsoft გაყიდვების შემცირების გამო 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
Microsoft გაყიდვების შემცირების გამო 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
თემის მიხედვით
Microsoft გაყიდვების შემცირების გამო 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

ასევე წაიკითხეთ
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა
Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა
Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.