Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის, თქმით, ტექნოლოგიური გიგანტი 18 000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, რათა ხარჯები შეამციროს.
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის, თქმით, ტექნოლოგიური გიგანტი 18 000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, რათა ხარჯები შეამციროს.
სამუშაო ადგილები, საერთო ჯამში, 6%-ით შემცირდება. კომპანიაში სულ, დაახლოებით, 300 000 ადამიანი მუშაობს.
ენდი ჯასიმ აღნიშნა, რომ თავდაპირველად ინფორმაციამ კომპანიის შიგნიდან გაჟონა. ის Amazon-ის ერთ-ერთმა წევრმა გაავრცელა.
ფინანსური კრიზისის გამო მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ. ამიტომ, Amazon ჯერჯერობით უკანასკნელი ტექნოლოგიური კომპანიაა, იმ მრავალთაგან, რომლებმაც რთული პერიოდის დაძლევა მასობრივი გათავისუფლებებით გადაწყვიტეს.
პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში ჯასიმ ხაზი გაუსვა, რომ გათავისუფლებულთა უმეტესი ნაწილი მაღაზიების განყოფილებაზე მოდის.
აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია, თანამშრომლები სამუშაოს რომელ ქვეყნებში დაკარგავენენ. თუმცა, მიუთითა, რომ წმენდა ევროპას მოიცავს.
«ჩვენ გასათავისუფლებელ თანამშრომლებთან კომუნიკაციას, ევროპაში, 18 იანვრიდან ვაპირებთ». — თქვა ენდი ჯესიმ.
ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გასულ წელს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ თავისი თანამშრომლების რაოდენობას შეამცირებდა, თუმცა მაშინ გათავისუფლებულთა ზუსტი ან მიახლოვებული რაოდენობა არ დაუსახელებია.
ცხადია, Amazon ამისკენ ეტაპობრივად მიდიოდა. კომპანიამ 2022 წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ისეთი პროექტი შეაჩერა, როგორიცაა «პირადი მიწოდების რობოტი».
შემოიღო დაქირავების გაყინვა და საწყობების გაფართოებაც შეაჩერა, რადგან პანდემიის დროს ზედმეტი პერსონალი აიყვანა.
«კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია არსებობენ, არსებობის სხვადასხვა ფაზებს გადიან ისინი ყოველწლიურად არ ფართოვდებიან. ეს ნორმალურია» — განაცხადა ჯასიმ.
2022 წელი მასობრივი გათავისუფლებებით გამოირჩეოდა. 11 ათასი ადამიანი გაათავისუფლა Meta-მ, ასევე, სამსახურიდან გაუშვეს Twitter-ში, Coinbase-სა და Snap-ში დასაქმებული ადამიანები. წმენდა HP-შიც დაწყებულია. მათი მიზანი 2025 წლის ბოლომდე 6000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებაა.
საინტერესოა, რომ ექსპერტები ამ ტენდენციის გაგრძელებას წელსაც ვარაუდობენ.
Layoffs.fyi-ის ინფორმაციით — კომპანიის, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში სამუშაო ადგილებს აკვირდება — 2022 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამსახური 153 160 ადამიანმა დაკარგა.