ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
10 თებერვალი 2023, 17:34
2023-02-10
Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტს შეამცირებს
Yahoo გეგმავს, რომ თავისი მუშახელის 20%-ზე მეტი, 8600 თანამშრომელი დიდი რესტრუქტურიზაციის მიზნით გაათავისუფლოს. ვეტერანი ტექნოლოგიური კომპანია სარეკლამო განყოფილების რეორგანიზაციას ახორციელებს, რაც წლის ბოლომდე დეპარტამენტის ნახევარზე მეტ თანამშრომელს სამსახურს დააკარგვინებს. კვირის ბოლომდე შემცირებაში დაახლოებით 1000 ადამიანი მოყვება.
Yahoo შეუერთდა იმ კომპანიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამცირებენ სამუშაო ადგილებს მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთის გამო.
«ეს გადაწყვეტილებები არასდროსაა მარტივი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებები გაამარტივებს და გააძლიერებს ჩვენს სარეკლამო ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო Yahoo-ს საშუალებას მისცემს, უკეთესი ღირებულება მიაწოდოს ჩვენს მომხმარებლებს და პარტნიორებს». — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა BBC-სთან საუბარში.
Yahoo-მ, რომელიც 2021 წელს 5 მილიარდ დოლარად გამოსყიდვის შემდეგ კერძო ინვესტიციების ფირმა Apollo Global Management-ს ეკუთვნის, აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს კომპანიას შეამციროს თავისი ფოკუსი და ინვესტიციები ფლაგმანურ სარეკლამო ბიზნესზე (DSP), ანუ მოთხოვნის მხარის პლატფორმაზე.
სარეკლამო ცვლილებები
შემცირებები სარეკლამო განყოფილებაში ოპერაციების გამარტივების ნაწილია.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც რეკლამის ბევრმა განმთავსებელმა შეამცირა მარკეტინგული ბიუჯეტი რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებისა და რეცესიის შესახებ გაურკვევლობის საპასუხოდ.
ახალი ფოკუსი მიუთითებს კომპანიის განზრახვაზე, შეწყვიტოს პირდაპირი კონკურენცია Google-ისა და Meta-სთან ციფრული რეკლამის კუთხით.
Yahoo-ს სპიკერმა აღნიშნა, რომ ახალ განყოფილებას უბრალოდ Yahoo Advertising დაერქმევა.
«DSP-ზე ჩვენი ძალისხმევის გაორმაგებისას ყველა არხზე პრიორიტეტს მივანიჭებთ მხარდაჭერას წამყვანი გლობალური მომხმარებლებისთვის და ხელახლა გავუშვებთ გამოყოფილ რეკლამების გაყიდვების გუნდებს, რომლებიც Yahoo-ს მფლობელობაშია — მათ შორის Yahoo Finance, Yahoo News, Yahoo Sports და სხვა.»
შეერთებულ შტატებში გათავისუფლებებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რადგან ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ, რომელიც დასაქმების საიმედო წყარო იყო, სამუშაო ადგილების შემცირება რეკორდულად მეორე ყველაზე მაღალი ტემპით დაიწყო.
კომპანიებმა, მათ შორის, Google, Amazon და Meta-მ უნდა იპოვონ გზები, რათა დააბალანსონ ხარჯების შემცირების გზები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებით, რადგან სამომხმარებლო და კორპორაციული ხარჯები მცირდება მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთის ფონზე.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ «ბოლო შემცირებები იყო:ყველაზე რთული ცვლილება, რაც Meta-ს ისტორიაში გაკეთებულა, ხოლო Twitter-მა თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი შეამცირა ოქტომბერში, მულტიმილიარდერ ილონ მასკის მიერ კომპანიის შეძენის შემდეგ.