Google, Amazon, Discord, Duolingo — 2024 დიდ ტექ კომპანიებში მასობრივი შემცირებებით დაიწყო
2024 წელი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლებებით დაიწყო.
2024 წელი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლებებით დაიწყო.
Twitch-მა, ლაივ სტრიმინგ სერვისმა, რომელსაც ძირითადად გეიმერები იყენებენ და რომელსაც Amazon ფლობს, 500 თანამშრომლის გათავისუფლება დააანონსა. ეს თანამშრომელთა მთლიანი რაოდენობის 35%-ია. კომპანიის CEO-მ, დენ კლანსიმ თქვა, რომ Twitch-ს სჭირდება, «სწორი ზომის იყოს, ვინაიდან ჯერჯერობით ის საჭიროზე მნიშვნელოვნად დიდია».
ასევე, 100 ადამიანი გაუშვეს Amazon-ის აუდიო წიგნების განყოფილებიდან.
Amazon-მა გაათავისუფლა რამდენიმე ასეული თანამშრომელი Prime Video-დან და MGM-დან.
Google-მა გაათავისუფლა ათობით დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი, ინჟინრებისა და ჰარდვეარ განყოფილებების ჩათვლით. კომპანიამ ასევე შეამცირა Google Assistant-ის თანამშრომლები.
თანამშრომლების 10%-ს ათავისუფლებს Duolingo — აპლიკაცია, რომელიც უცხო ენების შესწავლაში გეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად ვის ოუწევს სამსახურის დატოვება. თუმცა, ზოგიერთმა მედიამ დაწერა, რომ შემცირება არ შეეხებათ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებს.
17%-ს ათავისუფლებს Discord. კომპანიის CEO-ს, ჯეისონ ციტრონის თქმით, სამსახურს დატოვებს 170 ადამიანი, «რათა დარჩენილები მეტად ფოკუსირდნენ და უფრო ეჯაილურად იმუშაონ».
1800 სამუშაო ადგილს ამცირებს თამაშების შემქმნელი კომპანია Unity Software. მიზეზი რესტრუქტურიზაციაა «გრძელვადიანი ზრდისთვის».