ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

PlayStation 900 სამუშაო ადგილს შეამცირებს და ლონდონის სტუდიას დახურავს

Sony-მ განაცხადა, რომ PlayStation-ის თანამშრომლების 8%-ს გაათავისუფლებს, რაც დაახლოებით 900 ადამიანია. 

კომენტარის დატოვება
PlayStation 900 სამუშაო ადგილს შეამცირებს და ლონდონის სტუდიას დახურავს

Sony-მ განაცხადა, რომ PlayStation-ის თანამშრომლების 8%-ს გაათავისუფლებს, რაც დაახლოებით 900 ადამიანია. 

გარდა აშშ-სა და იაპონიაში შემცირებებისა, სათამაშო გიგანტმა აღნიშნა, რომ ის PlayStation-ის ლონდონის სტუდიის მთლიანად დახურვასაც აპირებს.

ბლოგ პოსტში, რომელიც კომპანიის ბოსმა, ჯიმ რაიანმა თანამშრომლებს მეილით გაუგზავნა, ამ ნაბიჯს «რთული და სამწუხარო ამბავი» უწოდა.

«ჩვენ მივხვდით, რომ მკაცრი გადაწყვეტილებები გარდაუვალი იყო. ხელმძღვანელთა გუნდმა და მე ოპერაციების რესტრუქტურიზაციისთვის წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი სამუშაო ძალის შემცირებას გულისხმობს — ეს გავლენას ახდენს ძალიან ნიჭიერ პირებზე, რომლებმაც ჩვენს წარმატებაში წვლილი შეიტანეს». — თქვა მან. 

შემცირება ერთი თვის შემდეგ დაანონსდა, რაც კონკურენტმა Microsoft-მა  გეიმინგ განყოფილებაში 1900 თანამშრომლის გათავისუფლების გეგმებზე ისაუბრა.

«Sony გაერთიანებული სამეფოს თამაშების კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენია, ამიტომ ლეგენდარული ლონდონის სტუდიის დახურვა ძალიან მტკივნეულია». — თქვა დეველოპერმა და Lockwood Publishing-ის ხელმძღვანელმა, ჰალი ბიორნსონმა.

Sony-ის ლონდონის სტუდია 2002 წელს PlayStation-ის ბრენდის ქვეშ ორი სხვა სტუდიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. LinkedIn-ის ცნობით, სტუდიას 51-დან 200-მდე თანამშრომელი ჰყავს.

მედია: Nintendo ახალი კონსოლის Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
მედია: Nintendo ახალი კონსოლის, Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
თემის მიხედვით
მედია: Nintendo ახალი კონსოლის, Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი
თემის მიხედვით
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი


ასევე წაიკითხეთ
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
eBay 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
eBay 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
eBay 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google, Amazon, Discord, Duolingo — 2024 დიდ ტექ კომპანიებში მასობრივი შემცირებებით დაიწყო
Google, Amazon, Discord, Duolingo — 2024 დიდ ტექ კომპანიებში მასობრივი შემცირებებით დაიწყო
Google, Amazon, Discord, Duolingo — 2024 დიდ ტექ კომპანიებში მასობრივი შემცირებებით დაიწყო
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.