ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft გაყიდვების შემცირების გამო 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

Microsoft გათავისუფლებების უახლესი რაუნდის ფარგლებში, რომელმაც მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია მოიცვა, 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.

კომენტარის დატოვება

ეს გავლენას მოახდენს კომპანიის გლობალური მუშახელის დაახლოებით 5%-ზე. რეორგანიზაცია ბიზნესს 1.2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ თქვა, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდი კომპანიისთვის მძიმე აღმოჩნდა.

«Covid-ის დროს მომხმარებელთა ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ ახლა ისინი ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებიან». — აღნიშნა ნადელამ.

მისი თქმით, კომპანია ძირითად მიმართულებებში დაქირავებას კვლავ გააგრძელებს.

თანამშრომლებისთვის მიწერილ მოხსენებაში ნადელამ ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დაწინაურებასა და მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

«მსოფლიოს ნაწილი რეცესიაშია, ნაწილი კი მას ელოდება. ეს გარდაუვალია. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოთვლების ახალი ტექნოლოგიაც იბადება» — წერს ნადელა.

Microsoft ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ში, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე სრულყოფილ ჩატბოტს, ChatGPT-ის აწარმოებს, რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

Microsoft უახლესი გიგანტი კომპანიაა, რომელმაც მასობრივი რეორგანიზაცია დაიწყო, თუმცა, ექსპერტთა აზრით, არა — უკანასკნელი.

სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, პანდემიის დროს Microsoft-ის ბიზნესიც აყვავდა, რაც გამოწვეული დისტანციური მუშაობითა და სხვა ონლაინ აქტივობების ზრდით იყო.

კომპანიის მუშახელი 2021 წლის ინვისიდან 2022 წლის ივნისამდე 40 000-ით გაიზარდა, თუმცა, გასულ წელს ბიზნესი შენელდა და Microsoft-ს სამუშაო ადგილების შემცირება მოუწია.

ექსპერტთა აზრით, უახლესი შემცირების სერია 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს დასრულდება.

Microsoft-ის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2022 წლიდან დღემდე, კომპანიამ ტექნიკური სექტორის 26 061 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა.

ასობით ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის სექტორის უმსხვილესმა წარმომადგენლებმა, როგორიცაა Amazon და Meta, ბოლო კვირების განმავლობაში, რეორგანიზაცია განაახლეს.

ამ წლის დასაწყისში Amazon-მა თქვა, რომ 18 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებდა. მიზეზად კი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის დროს გადაჭარბებული დაქირავება დაასახელა.

 Layoffs.fyi-ის მიხედვით, რომელიც დასაქმების სექტორს აკვირდება, 1000-ზე მეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მხოლოდ 2022 წელს, 154 336 თანამშრომელი გაათავისუფლა. 

Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
თემის მიხედვით
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
თემის მიხედვით
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
თემის მიხედვით
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.