ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
5 დეკემბერი 2023, 09:30
2023-12-05
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ეკმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ხარჯების შემცირების მცდელობის მიზნით სამუშაო ძალის 17%-ს გაათავისუფლებს. მოსალოდნელია, რომ შემცირება გავლენას 1500-ზე მეტ ადამიანზე მოახდენს.
პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში ეკმა მკაფიოდ თქვა, რომ შემცირების მიზეზი ეკონომიკური ზრდის შენელება და ხარჯების ზრდაა, რაც, მისი თქმით, Spotify-ს შედარებით სუსტ კომპანიად აქცევს.
«დღეს, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს უმარლეს დონეზე ასრულებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი კომპანიის წარმატებაში წვლილის შეტანას თავს არიდებს». — წერს ეკი.
ეს რეორგანიზაციის მესამე ძირითადი რაუნდია, რომელიც 2023 წელს ჩატარდა. იანვარში კომპანიამ პერსონალის 6% — დაახლოებით 600 თანამშრომელი გაათავისუფლა. ივნისში Spotify-მ განაცხადა, რომ პოდკასტების დეპარტამენტიდან კიდევ 200 პოზიციას გააუქმებდა. ხარჯების შემცირების გარდა, კომპანიამ ნაბიჯები შემოსავლების გაზრდისკენაც გადადგა — კერძოდ, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გამოწერის ფასები გაზარდა.
რეორგანიზაცია მას შემდეგ ხდება, რაც Spotify-ის თანამშრომლების რაოდენობა პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა — The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ თანამშრომლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა. მემორანდუმში ეკი გუნდის წევრების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად იცავდა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა კომპანია რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციასა და გარემოშია.
გათავისუფლების შედეგად დაზარალებული თანამშრომლები დაახლოებით ხუთი თვის ანაზღაურებას მიიღებენ — ამ ვადაში Spotify მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფას გააგრძელებს.