ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mozilla Firefox-ის გუგლიდან Yahoo Search-ზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა

Mozilla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიჩელ ბეიკერმა, Firefox-ის Google-დან Yahoo Search-ზე გადასვლას «წარუმატებელი» უწოდა. Firefox-მა ცვლილება 2014 წელს გააკეთა, რამაც ბევრ ექსპერტს წარუმატებლობის ეჭვი მაშინვე გაუჩინა.

კომენტარის დატოვება

Bloomberg დეტალურად აღწერს, რატომ გადავიდა Mozilla Yahoo-ზე და რა შედეგი გამოიღო ამ ცვლილებამ. ბეიკერის თანახმად, Mozilla-მ ცვლილება 2014 წელს გააკეთა მას შემდეგ, რაც Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორმა, მარისა მაიერმა პირობა დადო, რომ Firefox-ზე დიდ ფსონს გააკეთებდა.

თუმცა, ბეიკერი ამბობს, რომ თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა და «ძიების გამოცდილება, რომელსაც Yahoo Firefox-ის მომხმარებლებს აწვდიდა, გაუარესდა».

ბეიკერმა განმარტა, რომ Yahoo დასთანხმდა, Mozilla-სთვის წელიწადში მინიმუმ 375 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა, რაც იმ 276 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, რომელიც Google-მა იმ დროს შესთავაზა.

Yahoo ასევე რეკლამების რაოდენობის და მომხმარებლის თვალთვალის შემცირებასაც დასთანხმდა. მაგრამ დროთა განმავლობაში Yahoo-მ პირობა დაარღვია და მეტი რეკლამის ჩვენება დაიწყო. Mozilla 2017 წელს Google-ს დაუბრუნდა და ხელშეკრულება მოგვიანებით, 2020 წელს განაახლა.

უფრო მეტიც, ბეიკერმა აღიარა, რომ მისი ხელფასი ნაწილობრივ Mozilla-ს წლიურ შემოსავალს უკავშირდება და მან 2020 წელს 2.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ბეიკერმა არ გაამჟღავნა, რამდენს უხდის Google ამჟამად Mozilla-ს, თუმცა ბოლოდროინდელი ანგარიშების მიხედვით, თანხა 400-დან 450 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.

ბეიკერმა ასევე თქვა, რომ Firefox-მა მომხმარებელთა დიდი ნაწილი იმ წლებში დაკარგა, როდესაც ბრაუზერში ნაგულისხმევი საძიებო სისტებმა Yahoo იყო. Firefox-ს ფუნქცია აქვს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს საძიებო სისტემების შეცვლა მარტივად შეუძლიათ, თუმცა ამან მომხარებლების რაოდენობის კლებას ხელი ვერ შეუშალა.

«ჩვენმა მომხმარებლებმა ნათლად აჩვენეს, რომ ეძებენ, სურთ და ელიან Google-ს». — თქვა ბეიკერმა.

ბეიკერმა გარკვეულწილად კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Mozilla-ს მობილურის მომხმარებლები, Chrome-ისა და Safari-ის გამო, იშვიათად იყენებენ.

«აპლიკაციების მაღაზიაში აპლიკაციის ქონა საკმარისი არ არის გაჯეტში წინასწარ ჩატვირთულ აპლიკაციებთან კონკურენციის გასაწევად». — თქვა ბეიკერმა. 

Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Mozilla «პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
თემის მიხედვით
Mozilla «პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Firefox-ის მომხმარებლებს Chrome-ის გაფართოებების იმპორტი ახლავე შეუძლიათ
Firefox-ის მომხმარებლებს Chrome-ის გაფართოებების იმპორტი ახლავე შეუძლიათ
თემის მიხედვით
Firefox-ის მომხმარებლებს Chrome-ის გაფართოებების იმპორტი ახლავე შეუძლიათ

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.