ვინ მიიღო გრეის ჰოპერის 2023 წლის ჯილდო — ფინალისტები და გამარჯვებულები
16 ივნისს გრეის ჰოპერის ჯილდოს გადაცემის ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულები წელსაც 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ: მომავლის ლიდერი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
გამარჯვებული: ნანა ჯანაშია, TECHWORLD WITH NANA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ნომინაცია 18-დან 35 წლამდე ქალსა და ქვიარ ადამიანს გამოარჩევს, რომელიც ტექნოლოგიებში ცვლილებებისთვის იბრძვის ან აღნიშნული მიმართულებით სამაგალითო მიღწევები აქვს. ნომინანტების შერჩევის კრიტერიუმები იყო: უნიკალურობა, გამოცდილება და მიღწევები ტექნოლოგიების სფეროში, გავლენა, რომელიც მათ საქმიანობას აქვს და სამომავლო ლიდერობის პოტენციალი.
ამ კატეგორიაში სხვა ფინალისტები იყვნენ:
ნუცა აბაზაძე, თიბისის სტრატეგიული (მონაცემთა) პროექტების მენეჯერი
თამარ მახარაშვილი, გუგლის EMC დიზაინის უფროსი ინჟინერი
ნომინაცია ICT სფეროს ჩემპიონი
გამარჯვებული: თამარ ბოსიკაშვილი, Aistec-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი / BiteriumAI-ს თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი
ICT სფეროს ჩემპიონის ნომინაცია გამოარჩევს ქალებსა და ქვიარ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არიან და სხვა ქალებს მაგალითს აძლევენ, ინდივიდუალურად თუ ორგანიზაციის დახმარებით ცვლილებებისთვის იბრძვიან. ამ კატეგორიაში ნომინანტები მათი უნიკალურობის, გამოცდილებისა და მიღწევების, მათი საქმიანობის გავლენისა და ლიდერობის მიხედვით შეირჩნენ.
სხვა ფინალისტები:
ია მოსაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ასოცირებული პროფესორი
მარიამ ზანგალაძე, იდეა დიზაინ ჯგუფის მმართველი პარტნიორი და IT პროექტების მენეჯერი
ნომინაცია ტექნოლოგიური სტარტაპი
გამარჯვებული: Bizon.ge
ნომინაცია ისეთ ტექნოლოგიურ სტარტაპებს გამოარჩევს, რომელთა მფლობელი ან დირექტორი ქალია და სამაგალითო წარმატება და ზრდა აქვს. ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციურ პროდუქტებს სერვისებს ან ბიზნეს მოდელს ავითარებს. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმი სტარტაპის ინოაციურობა, გუნდის შემადგენლობა, სამომავლო პოტენციალი, ასევე გავლენა და წარმატებაა.
სხვა ფინალისტები:
Lawformer
QuickShipper
ნომინაცია ქალების გაძლიერების პროგრამა
გამარჯვებული: Technovation საქართველო / Technovation Girls
ეს ნომინაცია პროგრამას, პროექტს ან სათემო ინიციატივას გამოარჩევს, რომელიც გოგოებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას უჭერს მხარს, მათი უნარების განვითარებით, კამპანიებით, მენტორული პროგრამებით თუ სხვა გზებით. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმები პროგრამის უნიკალურობა, სამიზნე ჯგუფების მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, გავლენა და გრძელვადიანი შედეგებია.
სხვა ფინალისტები:
კოდირების კურსი, SKILLWILL
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, TECH CLUBS
ნომინაცია მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
გამარჯვებული: FORSET
ეს კატეგორია გამოარჩევს ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნოლოგიებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად ძალისხმევას არ იშურებენ. ნომინანტების შერჩევის კრიტერიუმებია: მრავალფეროვნებისადმი ორგანიზაციული მიდგომა, გამოცდილება და საქმიანობა ორგანიზაციაში და მის გარეთ მრავალფეროვნების მხარდაჭერის მიმართულებით, მრავალფეროვნების პოპულარიზების მიმართულებით არსებული გავლენა.
სხვა ფინალისტები:
HIGH TECH SOLUTIONS
LAB TECHNOLOGIES
ნომინაცია ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
გამარჯვებული: ნინო გამისონია, SECDEV FOUNDATION-ის ციფრული უსაფრთხოების ექსპერტი
ეს ნომინაცია გამოარჩევს (განურჩევლად მათი გენდერისა) ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმებია: ინდივიდის უნიკალური კარიერული გზა, გამოცდილება და საქმიანობა მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიმართულებით, მათი საქმიანობის გავლენა და ლიდერის როლი.
სხვა ფინალისტები:
მარიამ სუმბაძე, EPAM GEORGIA-ს პროექტების უფროსი ხელმძღვანელი
შორენა ჩაფურიშვილი, ახმეტის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი
გრეის ჰოპერის დაჯილდოება წელს მესამედ ჩატარდა.
გრეის ჰოპერის ჯილდო საქართველოში ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებს და გოგოებს ეხება. ჯილდოს დამაარსებლები ცდილობენ, წაახალისონ მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციები და წამოწყებული ინიციატივები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის ქალთა ჩართულობას ICT სექტორში.
გრეის ჰოპერის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ინიციატივაა. ის TBC-სთან პარტნიორობით ხორციელდება, ასევე, მხარდაჭერილია VISA-ს, UGT-ის, Majorel Georgia-ს, Adjara Group-ის, GIZ-ის, Lineate-ის და პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ.
რაც შეეხება გრეის ჰოპერს, რომლის სახელსაც ჯილდო ატარებს — ის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და აშშ-ის კომპიუტერული პროგრამირების პიონერია. კონტრადმირალი გრეის ჰოპერი იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელიც Harvard Mark I-ზე მუშაობდა. მისმა საქმიანობამ განაპირობა COBOL-ის — ადრეული პროგრამირების ენის განვითარება.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.
ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში
ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული ძალადობაა, რომელიც ქალებისა და კაცების მიმართ სხვადასხვანაირად ვლინდება. Საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქალების მიმართ ამგვარი ძალადობა უფრო ხშირია.