ნანა ჯანაშია — IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით
10 წლის წინ თბილისიდან ავსტრიაში წასული 32 წლის ნანა ჯანაშია, როგორც თვითონ ამბობს, ვერც კი იფიქრებდა, რომ IT ტექნოლოგიები მისი ინტერესის და შემოსავლის მთავარი წყარო გახდებოდა.
არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, უბრალოდ, საკუთარი თავისთვის YouTube-ზე ატვირთული რამდენიმე ვიდეო მალევე მოექცა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღების ქვეშ და დღეს არხი TechWorld with Nana 670 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის. პირველი წლის ჯამური შემოსავალი კი მილიონ ევროზე მეტი იყო.
10 წლის წინ თბილისიდან ავსტრიაში წასული 32 წლის ნანა ჯანაშია, როგორც თვითონ ამბობს, ვერც კი იფიქრებდა, რომ IT ტექნოლოგიები მისი ინტერესის და შემოსავლის მთავარი წყარო გახდებოდა.
არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, უბრალოდ, საკუთარი თავისთვის YouTube-ზე ატვირთული რამდენიმე ვიდეო მალევე მოექცა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღების ქვეშ და დღეს არხი TechWorld with Nana 670 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის. პირველი წლის ჯამური შემოსავალი კი მილიონ ევროზე მეტი იყო.
ნანა dev.ge-ს უყვება, როგორ მოახერხა მარკეტინგის მიმართულების სტუდენტმა იმედგაცრუების შემდეგ უზარმაზარი აუდიტორიის შემოკრება და მილიონ ევროიანი ბიზნესის შექმნა.
საქართველოში ბიზნესს და მარკეტინგს სწავლობდა და როგორც ამბობს, ეს იყო ის სფერო, რომელიც მართლა აინტერესებდა. შემდეგ ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ნანა ჯანაშია
«ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა ამერიკაში სტუდენტური ცხოვრების ნახვა და ამერიკული კულტურის გაცნობა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი ამერიკაში თუ არა, ევროპაში მაინც».
ამბობს, რომ ძალიან მოსწონს დასავლური კულტურა და სულ უნდოდა ამერიკაში ან ევროპაში ცხოვრება. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და წლების განმავლობაში კერძო სკოლაში ინგლისურის ინსტრუქტორად მუშაობდა, ვენაში გაემგზავრა, როგორც სტუდენტი. სწავლა კვლავ მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელა.
ნანა ჯანაშია
«თავიდანვე ვიცოდი, რომ დავრჩებოდი კიდეც საცხოვრებლად და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ხელმისაწვდომია განათლება, ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ, უამრავ შანსს გაძლევს».
ნანასთვის ეს ახალი შანსი იყო IT, რადგან აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს თავდაპირველი პროფესიით სასურველი სამსახურის დაწყების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდა. ამიტომ IT უნივერსიტეტში ჩააბარა ისე, რომ საერთოდ არ იცოდა, მოეწონებოდა თუ არა.
ნანა ჯანაშია
«IT სფეროში ჩემი მოხვედრა ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, არანაირად არ იყო დაფუძნებული ჩემს ინტერესებზე. მთელ ჩემს დროს ვუთმობდი იმას, რომ ამ სფეროში რაღაც ახალი მესწავლა. თავიდან იმდენი ინფორმაციაა, რომ არ იცი, საიდან დაიწყო. ნელ-ნელა გაიღვიძა მოტივაციამაც».
შემდეგ იყო სტაჟირების ეტაპი, რასაც მოჰყვა სინიორ ინჟინრის საფეხური. ამ პერიოდში ნანას გაუჩნდა იდეა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ბიზნესიც იქნებოდა. მეგობრებთან ერთად შექმნილი პირველი სამი პროექტი წარუმატებელი იყო, თუმცა ნანა აღნიშნავს, რომ პროცესში დიდი გამოცდილება მიიღეს და ბევრი რამ ისწავლეს.
ნანა ჯანაშია
«ამიტომ საერთოდ არ მენანება ის წლები, რომელიც ამ საქმეში დავხარჯე, ეს გამოცდილება დამეხმარა ზოგადად ამ სფეროში სამუშაოდ».
YouTube არხის შექმნა კი მაშინ დაიწყო, როცა მეგობართან ერთად ფრილანსერ პროგრამისტად მუშაობდა. გვიყვება, რომ ტელეკომუნიკაციების კომპანიაში ბევრი რამის კეთება უწევდა და პარალელურად იღებდა ცოდნას, რომელიც მომავალში შეიძლება არ გამოეყენებინა. იფიქრა, რომ ცუდი იქნებოდა, თუ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყრებოდა და დაიწყო ჩანაწერების გაკეთება მხოლოდ იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში, მომავალში თავად გამოეყენებინა და ნასწავლი მარტივად გახსენებოდა.
ნანა ჯანაშია
«ვიდეოს თავიდანვე დიდი ინტერესი მოჰყვა, მათ შორის Reddit ჯგუფებში. ჩავთვალეთ, რომ კარგ ვიდეოებს ვაკეთებდით და გავაგრძელეთ ჩაწერა. შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი ვიდეო აიღო YouTube ალგორითმმა და დაიწყო მისი გარეკლამება, რამაც მიგვახვედრა, რომ არხი იზრდება და შეიძლება ამისგან ძალიან დიდი რაღაც გამოვიდეს».
რამდენიმე კვირაში ალგორითმმა მეორე ვიდეოს გარეკლამებაც დაიწყო, რამაც ნანა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ვიდეოები 3-4-საათიან გაკვეთილებად უნდა შეეკრათ.
ნანა ჯანაშია
«თავიდან არ ვფიქრობდით ამ არხის მონეტიზაციაზე, რადგან არ ვუყურებდი, როგორც ბიზნესს. ეს იდეა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც რამდენიმე კომპანია დასპონსორების შემოთავაზებით დაგვიკავშირდა. მერე გაიღვიძა ჩემში ბიზნესვუმენმა და დავიწყე ფიქრი ისეთ პროდუქტზე, სადაც კონტროლი სრულიად ჩვენს ხელში იქნებოდა».
მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომელი იყო მომხმარებლებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო თემა და აღმოაჩინეს, რომ არ არსებობდა კურსი, სადაც ისინი ამ ტექნოლოგიების ერთდროულად გამოყენებას ისწავლიდნენ.
ნანა ჯანაშია
«ეს საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან 9 ტექნოლოგია ერთად უნდა გამოიყენო. ჩვენ გავაკეთეთ 16 კურსი, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. შევქმენით პლატფორმა, სადაც შეგიძლია ეს ონლაინ კურსები ვიდეოს სახით ატვირთო, ხოლო მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს თავისი პროგრესი».
დღეის მდგომარეობით, YouTube-ზე ნახვების შედეგად ნანას და მისი მეგობრის შემოსავალი თვეში საშუალოდ 12 000 ევროა. პირველ წელს კი ჯამური შემოსავალი მილიონ ევროზე მეტი იყო.
ნანა ჯანაშია
«YouTube-ზე მოგება დამოკიდებულია ინდუსტრიაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად საიდან უყურებენ შენს ვიდეოს ან საიდან ტვირთავ მას. დანარჩენი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ შენ როგორ გამოიყენებ შენს არხს. ახლა კიდევ უფრო გლობალურად ვფიქრობ, რადგან გვინდა, რომ იუთუბ არხს კიდევ რამდენიმე კურსი დავამატოთ».
ნანას იდეები აქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც — სურს აქ გააკეთოს IT სკოლა, რადგან ხედავს ბევრ მოტივირებულ ახალგაზრდას, რომლებსაც უნდათ სწავლა.
ნანა ჯანაშია
«ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს რომ ქართველ ბავშვებს ვასწავლოთ, განსაკუთრებით გვინდა, რომ ბევრი ქალი და გოგო ჩავრთოთ ამ ამბავში. ეს პროფესიები საშუალებას მოგვცემს ჩვენი ტალანტი დისტანციურად გავიტანოთ საზღვარგარეთ».
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
თამაშების სტრიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა YouTube-ია.
ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, პლატფორმაზე ყველაზე მეტი მაყურებელი შემდეგ თამაშებს ჰყავს:
Mobile Legends: Bang Bang
PUBG Mobile
Minecraft
Apex Legends
League of Legends
ჩვენ დავაკვირდით ქართველი გეიმინგ იუთუბერების არხებს. და შედეგად, წარმოგიდგენთ საქართველოში პოპულარულ თამაშებს.
ბოლო პერიოდში, პლატფორმა Twitch-ის ბევრმა სტრიმერმა YouTube-ზე გადაინაცვლა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Twitch სტრიმების (პირდაპირი ტრანსლაციის) ერთ-ერთი დომინანტური პლატოფრმაა. ყველაზე დიდი სტრიმერები Twitch-ზე გახდნენ პოპულარულები, მათ შორისაა: xQc, Amouranth, Ninja და Pokimane.
პირველი ცნობილი სტრიმერი, რომელმაც 2019 წელს Twitch-იდან YouTube-ზე გადაინაცვლა, CourageJD იყო.