ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეგანათლება
20 მარტი 2024, 11:59
2024-03-20
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.
მირანდას თქმით, ბულინგის მიმართ ყველაზე დაუცველები ბავშვები არიან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თამაში სწორედ მათთვის გასაგები და მათზე მორგებული ყოფილიყო.
«წითელქუდა ბავშვებისთვის ყველაზე ცნობილი ზღაპარია და თემატიკიდან გამომდინარეც საკმაოდ ახლოსაა ბულინგის თემასთან. ამიტომ შევქმენით თამაში, რომელიც განათლების მიღებასთან ერთად, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც გეხმარებათ». — ამბობს მირანდა.
თამაში საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს სახალისო და ნაკლებად სტრესული ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ციფრულ თუ რეალურ სივრცეში ხშირად გვხვდება.
მირანდა გვიყვება, რომ «წითელქუდას» განვითარების პროცესი სწორედ ბავშების აზრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. მათ ფაქტი, რომ გადაწყვეტილებების მიღება და სხვა ალტერნატიული განვითარების ნახვა (რომელსაც ზღაპარი არ გვთავაზობს) შეეძლოთ, ძალიან მოეწონათ.
«ის მომხიბვლელი თვისებები, რაც თამაშსა და ზღაპარს გააჩნია შევაერთეთ და საინტერესო ჰიბრიდი გამოგვივიდა. ყოველთვის მიმზიდველია იმის ნახვა, რასაც ორიგინალ წიგში ვერ წაიკითხავ. ყოველთვის ცნობისმოყვარეობას იწვევს, როდესაც თამაშის განვითარება შენს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა». — თქვა მირადნა ნამიჭეიშვილმა.
თამაში ზღაპართან შედარებით უფრო გათანამედროვებულია — მაგალითად, წითელქუდან სმარტფონი აქვს, ხოლო მგელი ტროლია, რომელიც მსხვერპლს კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად სწერს.
მირანდა ამბობს, რომ წითელქუდას შექმნის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის ჩამოყალიბება იყო, რადგან ამისთვის დიდი დრო არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მარტივი არც სწორი ენის შერჩევა გამოდგა.
«მთავარი გამოწვევა იყო სათქმელის ადრესატებამდე სწორი ენით მიტანა — არ გვქონოდა, მაგალითად, არასაბავშვო მესიჯები. ამ ყველაფერს ჰაკათონის ორგანიზატორებთან გავდიოდით და ერთიანად მოვახერხეთ საინტერესო თამაშის შექმნა».
მირანდა ნამიჭეიშვილმა და ვაჟა კავლელიშვილმა თამაში ტექნოპარკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე წარადგინეს, სადაც დამსწრე საგოდოებისგან დამაკმაყოფილებელი უკუკავშირი მიიღეს, რამაც მათ დამატებითი მოტივაცია მისცა.
«თამაშს მასწავლებლებისგან და მშობლებისგან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს ფორმატში, თამაშები სხვა ზღაპრებზეც შექმნილიყო. მოეწონათ აზრი, რომ მათი შვილები თამაშთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ». — თქვა მირანდა ნამიჭეიშვილმა.
მირანდა ნამიჭეიშვილმა დააანონსა, რომ გუნდი მსგავს თამაშებს სხვა პოპულარულ ზღაპრებზე დაყრდნობითაც შექმნის.
DataFest Tbilisi 2023-ის ფარგლებში Forset-მა ჰაკათონი, «სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში» ჩაატარა.
ჰაკათონის მიზანი ამ პრობლემის ირგვლივ ორიგინალური და ეფექტური ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და გადაწყვეტების შექმნა და განვითარება იყო. ამ პრაქტიკული აქტივობის შედეგად ორი გამარჯვებული პროდუქტი გამოვლინდა.
ჰაკათონი ჩატარდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით.
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის აღმოფხვრის როგორც საქართველოს საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, ისე, ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.