ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
14 მარტი 2024, 12:30
2024-03-14
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
«ცდა არ დააკლო» — 16 მარტს, 17:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტში, გამოცდილებას გაგვიზიარებენ ქალები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნიან.
შეხვედრის მოდერატორია ნანა დიხამინჯია — ალტე უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
პანელის მონაწილეები არიან:
ქეთევან ბოსიკაშვილი — კომპანია Biterium AI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია ITDC აღმასრულებელი ბორდის წევრი, კომპანია Supernova (ყოფილი Pulsar AI) აღმასრულებელი დირექტორი. BiteriumAI ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ პროდუქტებს პრევენციული ჯანდაცვის სფეროში.
თამარ ბოსიკაშვილი — 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული, Women in Tech®- Global Movement Awards-ის Amazon web service -ის ჯილდოს ფინალისტი. კომპანია «აისიტექის» თანადამფუძნებელი და დირექტორი, Biterium AI-ს თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი. «აისიტექი» ქმნის ადამიანური რესურსების მართვის კომპლექსურ საინფორმაციო სისტემას.
ანასტასია კვინიკაძე — კომპანია «იმპელის» ინჟინერიის დირექტორი. კომპანია იმპელში ანასტასია ხელმძღვანელობს დეველოპერთა ჯგუფს. ისინი ქმნიან პერსონალიზებულ საკომუნიკაციო ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს საავტომობილო ინდუსტრიისთვის.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.