ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 

კომენტარის დატოვება
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 

თიბისი გრეის ჰოპერის დაჯილდოებას წარმოგიდგენთ, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება.

ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.

ჯილდო 4 წლის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2024 წლისთვის ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა, ესენია:

  • ტექ ლიდერი;
  • აღმოჩენა ახალ თაობაში;
  • გამორჩეული მეცნიერი;
  • ინოვაციური ტექ პროდუქტი;
  • ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის. 
  • «ტექნოლოგიური ლიდერის» კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებს ახორციელებს.
  • კატეგორიაში «აღმოჩენა ახალ თაობაში» დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგო, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვს პოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
  • «გამორჩეული მეცნიერის» ტიტული მიენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
  • კატეგორიაში «ინოვაციური პროდუქტი» ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამ კატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.
  • და ბოლოს, კატეგორიაში «ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის» დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება.

გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებსა და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

  • გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაწყებულია.  საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
თემის მიხედვით
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
ვინ მიიღო გრეის ჰოპერის 2023 წლის ჯილდო — ფინალისტები და გამარჯვებულები 
ვინ მიიღო გრეის ჰოპერის 2023 წლის ჯილდო — ფინალისტები და გამარჯვებულები 
თემის მიხედვით
ვინ მიიღო გრეის ჰოპერის 2023 წლის ჯილდო — ფინალისტები და გამარჯვებულები 


ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ. 
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.