ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში

ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული ძალადობაა, რომელიც ქალებისა და კაცების მიმართ სხვადასხვანაირად ვლინდება. Საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქალების მიმართ ამგვარი ძალადობა უფრო ხშირია. 

კომენტარის დატოვება

DataFest Tbilisi 2023-ს ფარგლებში, Forset-მა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ჰაკათონი «სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში» ჩაატარა. მისი მიზანი ამ პრობლემის ირგვლივ ორიგინალური და ეფექტიანი ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და გადაწყვეტების შექმნა იყო. 

ჰაკათონის ფარგლებში ორი გამარჯვებული პროდუქტი გამოვლინდა —  თამაში «წითელქუდა» და სიძულვილის ენის ქართულენოვანი დეტექტორი.

თამაში  «წითელქუდა» საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, სახალისო და ნაკლებად სტრესული ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ციფრულ თუ რეალურ სივრცეში ხშირად გვხვდება. ასევე, ვასწავლოთ ამ გამოწვევებისთვის წინააღდმდეგობის გაწევის გზები და დავეხმაროთ ბულინგთან და არასასურველ მოპყრობასთან გამკლავებისთვის საჭირო თავდაჯერებისა და უნარების გამომუშავებაში. 

თამაში, ამ ეტაპზე, მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვერსიას მოიცავს. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი დახვეწა, გამრავალფეროვნება და სხვადასხვა პრობლემაზე მორგება იგეგმება.

სიძულვილის ენის ქართულენოვანი დეტექტორის მეშვეობით კი, შესაძლებელი ხდება, ცფრულ სივრცეში, კერძოდ, იუთუბის პლატფორმაზე, ვიდეოების კომენტარების ველში გამოთქმული სიძულვილის ენის ამოცნობა და ანალიზი.

მისი გამოყენება შესაძლებელია ქართული ინტერნეტსივრცის კვლევისთვის, ციფრულ სამყაროში გენდერის ნიშნით ძალადობის აღმოჩენისა და ანალიზისთვის. ამ მოდელის უპირატესობა ისაა, რომ მას, სიძულვილის ენის ამოცნობა  ქართულენოვან ტექსტებში  შეუძლია. Მისი მეშვეობით მრავალმხრივი და სისტემური კვლევის ჩატარებას,  ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლებს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
თემის მიხედვით
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
ForSet  — ორგანიზაცია რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
თემის მიხედვით
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.