ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიმსოფლიო
2 მარტი 2023, 21:01
2023-03-02
ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები დომინირებენ, ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს სფეროს განვითარებაში. და მათი როლი ტექნოლოგიებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც შეცვალეს ტექნოლოგიური სამყარო
ადა ლავლეისი — მსოფლიოში პირველი კომპიუტერული პროგრამისტი
ადა ლორდ ბაირონისა და ანა იზაბელა-ბაირონის ქალიშვილი იყო. ბავშვობიდან მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. მისი მანქანებისადმი ინტერესიდან და უნარებიდან გამომდინარე სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა «ანალიტიკური ძრავის» გამომგონებელთან, ჩარლზ ბაბიჯთან. იგი წააგავდა თანამედროვე კომპიუტერის ელემენტებს. ამ პროექტზე მუშაობის გამო ადას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც «მსოფლიოში პირველ კომპიუტერულ პროგრამისტს». ადა ლავლეისის ჩანაწერები ანალიტიკური ძრავის შესახებ 1940-იან წლებში ალან ტურინგმა გამოიყენა პირველ კომპიუტერზე მუშაობისას.
გრეის ჰოპერი — კომპიუტერული მეცნიერი
კონტრადმირალი გრეის ჰოპერი იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელიც Harvard Mark I-ზე მუშაობდა. მისმა საქმიანობამ განაპირობა COBOL-ის — ადრეული პროგრამირების ენის განვითარება.
ასევე, გრეისი იყო ცნობილი ტერმინ «ბაგის» ავტორი. 1947 წელს Mark II-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა. მან კოლეგებთან ერთად პრობლემის მიზეზის ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა ჩრჩილი, რომელიც რელეში გაიჭედა და სიგნალს ბლოკავდა. ამ შემთხვევის შემდეგ ჰოპერმა პრობლემების აღმოფხვრის პროცესს სისტემის «დებაგინგი» უწოდა.
ასევე მან თქვა ფრაზა: «ხშირად პატიების თხოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის».
ჰედი ლამარი — WiFi-ის გამომგონებელი
ჰედი ლამარი თვითნასწავლი გამომგონებელი და კინომსახიობი იყო. მას 1942 წელს მიენიჭა პატენტი «საიდუმლო კომუნიკაციის სისტემისთვის», რომელიც კომპოზიტორ ჯორჯ ანტეილის დახმარებით შექმნა. სიხშირეზე გადახტომის ეს სისტემა ომის დროს რადიომართვადი ტორპედოების კურსების დაყენებისთვის გამოიყენებოდა. მოგვიანებით ამ იდეამ შთააგონა Wi-Fi, GPS და Bluetooth ტექნოლოგია.
ენი ისლი — NASA-ს სარაკეტო მეცნიერი
ენი ისლი NASA-ს რაკეტების მეცნიერი და STEM-ში გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნების მკვლევარი იყო. სამსახურში აყვანისას ის ოთხი შავკანიანი თანამშრომლიდან ერთ-ერთი იყო. 34 წლის შემდეგ მან, როგორც კომპიუტერულმა მეცნიერმა, წვლილი შეიტანა მრავალ პროგრამაში, მისი ენთუზიაზმით ბევრი შთააგონა. NASA-ში ყოფნის დროს ენი ისლის მუშაობამ Centaur რაკეტის პროექტზე საფუძველი ჩაუყარა კოსმოსური შატლების გაშვებას.
მერი უილკსი — სახლის კომპიუტერის პირველი მომხმარებელი
მერი უილსკი ყოფილი კომპიუტერული პროგრამისტი და ლოგიკის დიზაინერია. ის ცნობილია LINC-ისთვის, ინტერაქციული პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით. 1965 წელს მერი გახადა პირველი ადამიანი, რომელმაც სახლში გამოიყენა კომპიუტერი. მისი ნამუშევარი ინლგისში კომპიუტერების ეროვნულ მუზეუმში, ბლეჩლის პარკშია დაცული.
ადელ გოლდბერგი — GUI-ის შთაგონება
ადელ გოლდბერგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროგრამირების ენის Smalltalk-80-ის შემუშავებაში, რომელმაც Apple-ის პირველი კომპიუტერი შთააგონა. კონცეფციები, რომლებიც ადელმა და მისმა გუნდმა შექმნეს, გახდა საფუძველი გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისებისთვის (GUI), რომელსაც ახლა ყოველდღიურად ვიყენებთ.
რადია პერლმანი — ინტერნეტის დედა
რადია პერლმანის მეტსახელია «ინტერნეტის დედა». მისმა შექმნილმა ალგორითმმა Spanning Tree Protocol (STP) ხელი შეუწყო დღევანდელ ინტერნეტს. მისმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა ქსელების თვითორგანიზებაზე, მონაცემების გადაადგილებასა და ინტერნეტ ტრაფიკის ძირითადი წესების დანერგვაზე. რადია ახლაც Dell EMC-ის კომპიუტერული პროგრამისტი და ინჟინერია.
კეტრინ ჯონსონი — NASA-ს მათემატიკოსი
კეტრინ ჯონსონის NASA-ს ტრაექტორიის ანალიზმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ში პირველი კოსმოსური ფრენის წარმატებისთვის. მისი რთული გამოთვლები გადამწყვეტი იყო მომავალ კოსმოსურ მისიებშიც, მათ შორის «პირველი ამერიკელი ორბიტაზე — ჯონ გლენი». კეტრინმა NASA-ს კომპიუტერში დაპროგრამებული ნომრები ფრენისთვის, გლენის თხოვნით ხელით გაუშვა. კეტრინი იხსენებს, რომ გლენი ამბობდა: «თუ კატერინი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა… მაშინ მზად ვარ წასასვლელად». 97 წლის ასაკში აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კეტრინი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა, რაც ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო პატივია.
კარენ სპარკ-ჯონსი — პიონერი საინფორმაციო მეცნიერებაში
კარენ სპარკ-ჯონსი საინფორმაციო მეცნიერებაში პიონერი იყო. მან შექმნა Inverse Document Frequency (IDF), რაც აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა დოკუმენტისთვის. ის ახლა სტანდარტულია თანამედროვე ვებ საძიებო სისტემებისთვის და გამოიყენება საძიებო მოთხოვნასთან დოკუმენტის შესაბამისობის შესაფასებლად. კარენმა 2007 წელს ლავლეისის მედალი მიიღო.
ელიზაბეტ ფეინლერი — ორიგინალური საძიებო სისტემა
1972 წლიდან 1989 წლამდე ელიზაბეტ ფეინლერი მართავდა ქსელის საინფორმაციო ცენტრს (NIC) კალიფორნიაში, რომელიც «წინაისტორიულ გუგლს» ჰგავდა. NIC იყო პირველი ადგილი, რომელმაც რესურსები გამოაქვეყნა ინტერნეტისთვის, შეიმუშავა ორიგინალური «თეთრი გვერდების» და «ყვითელი გვერდების» დირექტორიები. ელიზაბეტის ჯგუფმა ასევე შეიმუშავა დომენის დასახელების სქემა .com, .edu, .gov, .net და მრავალი სხვა, რომელსაც დღეს ხშირად ვიყენებთ.
5 ქალი, რომელიც ტექნოლოგიების სამყაროს ახლა ცვლის
Global App Testing ესაუბრა 5 ქალს, რომელიც ახლა ცვლის ტექნოლოგიების სამყაროს და დაუსვა მათ ერთი კითხვა — რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ქალი ტექნოლოგიებში?
კიკე ონივინდე — BYP ქსელის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
«იყო ქალი ტექნოლოგიაში, ნიშნავს ბარიერების გარღვევას, რათა მას, ვინც ჩემს შემდეგ მოვა, არ მოუწიოს იგივე ბრძოლა. ეს ნიშნავს, ვაჩვენო მსოფლიოს ჩემი შესაძლებლობები და მთელი გულით დავიჯერო საკუთარი თავის».
ჩელსი ბრაუნი — Digital Mom Talk-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
«იყო ქალი ტექნოლოგიაში, ნიშნავს მშობლებსა და ბიზნესებს ასწავლო ის, რაც მათ თავიდანვე უნდა ესწავლათ — როგორ დაიცვან საკუთარი თავი და აქტივები ონლაინ. ძალიან ბევრი ადამიანი და ბიზნესი კარგავს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ისწავლეს როგორ დაიცვან ონლაინ გარემო სწორად. ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან იფიქრებენ, რომ არ არიან რისკის ქვეშ ან ძალიან რთულია. სიმართლე ისაა, რომ ყველა უფრო დიდი რისკის ქვეშაა, ვიდრე მათ ჰგონიათ».
Cristina Ivanciuc — სიცოცხლის ციკლის მენეჯერი გლობალური აპლიკაციის ტესტირებაში
«ტექნოლოგიებში ქალის ყოფნა, ზოგადად, გამოწვევებით სავსეცაა და მომგებიანიც. ეს რთულია, რადგან გენდერული უფსკრული ჯერ კიდევ ვერ დავხურეთ ამ სფეროში. ამავე დროს, სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქმეები სწორი მიმართულებით. თითოეულ ქალს შეუძლია ცვლილების მოტანა სწორი დამოკიდებულებით. დამოკიდებულება, რომელიც ამბობს: «მე ვარ პროფესიონალი და ჩემს სქესს არავითარი კავშირი არ აქვს სამსახურთან. ჩემი გამოცდილება საუკეთესო იყო, მეხმარებოდნენ და მხარს მიჭერდნენ შესანიშნავი ადამიანები, მიუხედავად მათი სქესისა. რაღაც მომენტში შევწყვიტე საკუთარი თავის «ტექის ქალად» აღქმა და გავხდი «ტექ ლიდერი».
ანდრეა ლუბიე — Mailbird-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი
«იყო ქალი ტექნოლოგიურ სამყაროში, გვიჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ინოვაცია. ინდუსტრია ცნობილია მრავალი მამაკაცი მეწარმით, მაგრამ საკუთარი თავის ნამდვილ კონკურენტად ჩამოყალიბება გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. როდესაც სტარტაპს ვიწყებდი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამატებითი ნაბიჯის გადადგმა მჭირდებოდა ჩემი პროდუქტის წარმოსაჩენად და იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე იმპულსური სტარტაპი. შემდეგ კი, ნელ-ნელა დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ რეალურად ჩემი პროდუქტის მიხედვით განმსჯიდნენ და არა იმის ქალი ვიყავი თუ კაცი. ახლა მე ვამაყობ, რომ წარმატებული ქალი მეწარმე ვარ ტექნიკურ ინდუსტრიაში.»
Vy Luu — უძრავი ქონების ვებმასტერების გენერალური მენეჯერი
«ტექნიკაში ქალის ყოფნა ნიშნავს გამბედაობას და განვითარებას — საკუთარ თავში და სხვებში, რომ მივყვეთ არატრადიციულ, გამოუცდელ და გიჟურ იდეებს. თინეიჯერობის წლებში მივხვდი, რომ გარკვეული საქმიანობა ნაკლებად მისაღები იყო გოგოებისთვის. ამ შეზღუდვით დაინტერესებული და მოტივირებული ვიყავი. მე შევისწავლე ტექნოლოგია, რადგან მომეწონა, როგორ ცვლიდა ის ჩვენს ყოველდღიურობას. არასოდეს მინახავს ისეთი სივრცე, რომელიც გოგოებმა და ქალებმა არ უნდა გამოიკვლიონ და იმედი მაქვს, რომ წავახალისებ მშობლებს, ბავშვებსა და უფროსებს, რომ ეს გაითვალისწინონ».
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.