ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება

TikTok ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე პოპულარული და ვაშინგტონისთვის ყველაზე საძულველი ტექნოლოგიაა.

ეს ნარატივი აპლიკაციის ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის სათავეში, დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩიუ მოვიდა. ამ ნარატივს, დიდი ალბათობით, ჩიუს მიერ ანტაგონისტთა ორპარტიული პანელის წინაშე, ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში ჩვენების მიცემისასაც შევხვდებით.

კომენტარის დატოვება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება

TikTok ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე პოპულარული და ვაშინგტონისთვის ყველაზე საძულველი ტექნოლოგიაა.

ეს ნარატივი აპლიკაციის ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის სათავეში, დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩიუ მოვიდა. ამ ნარატივს, დიდი ალბათობით, ჩიუს მიერ ანტაგონისტთა ორპარტიული პანელის წინაშე, ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში ჩვენების მიცემისასაც შევხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ჩიუ პირველად იჯდება კონგრესის წინ, მისთვის ვაშინგტონი უცხო არ არის.

TikTok-ის მშობელმა კომპანიამ, პეკინში დაფუძნებულმა ByteDance-მა ბოლო წლებში ვაშინგტონის ლობირება გააძლიერა. ამჟამად კომპანიაში მინიმუმ 40 ლობისტია, მათ შორის, კონგრესის მინიმუმ ოთხი ყოფილი წევრი.

თუმცა, ამ ქმედებებმა კონგრესის დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა არ იქონია. არც ვაშინგტონის კანონმდებლებთან ჩიუს პირად შეხვედრებს ჰქონდა განსაკუთრებული გავლენა TikTok-ის საწინააღმდეგო კანონისთვის.

«ბატონ ჩიუს და მე გვქონდა გულწრფელი საუბარი და ვაფასებ მის დროს, მაგრამ მე ვღელავ, რომ TikTok, როგორც ჩინეთის საკუთრებაში არსებული კომპანია, ექვემდებარება ჩინეთის კომუნისტური პარტიის დიქტატს და წარმოადგენს მიუღებელ რისკს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის». — თქვა კოლორადოელმა დემოკრატმა სენატორმა, მაიკლ ბენეტმა გასულ თვეში, ჩიუსთან შეხვედრის შემდგომ განცხადებაში.

აღმასრულებელი დირექტორი აპირებს, მოსმენის დროს გამოაქვეყნოს ახალი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ აპლიკაცია 150 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ჩამოტვირთა და 5 მილიონი ამერიკული ბიზნესი მისი მომხმარებელია. ეს არის მცდელობა ჩიუს მხრიდან, დაარწმუნოს კანონმდებლები, რომ TikTok მნიშვნელოვანია აშშ-ის ათობით მილიონი მოქალაქისთვის და არ წარმოადგენს რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ჩიუ გეგმავს კანონმდებლებს განუცხადოს, რომ არსებობს მრავალი «მცდარი წარმოდგენა» აპლიკაციის შესახებ და ასევე, მისი აკრძალვა დააზარალებს შეერთებული შტატების ეკონომიკას. ის ასევე გეგმავს კონგრესის წევრებს განუმარტოს, რომ ByteDance-ის და მისი ჩინეთთან კავშირების შესახებ შეშფოთება უსაფუძვლოა.

«ნება მომეცით, განვაცხადო ეს ცალსახად: ByteDance არ არის ჩინეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის აგენტი», — ამბობს ჩიუ წერილობით შენიშვნებში, რომელიც ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტმა მოსმენის წინ გამოაქვეყნა.

გასულ წელს ყველა ფედერალურ და სამთავრობო მოწყობილობაზე აპლიკაციის აკრძალვის შემდეგ, TikTok-ის მოწინააღმდეგე კანონმდებლების ჯგუფი, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღითი დღე იზრდება, მიიჩნევს, რომ წარმატება მათ მხარესაა.

კანონმდებლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ TikTok არის აშშ-ზე მარტივი წვდომა ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის.

«ამას გაცილებით მეტი ყურადღება მიექცა, ასე რომ, პრობლემის შესახებ ცნობიერება უფრო მაღალია», — ამბობს ჩინეთის წარმომადგენელთა პალატის ახალი კომიტეტის მთავარი დემოკრატი, რაჯა კრიშნამოორტი ილინოსიდან.

TikTok-ის აშშ-დან გაძევებას მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არ ითხოვდნენ, თუმცა იმის ფონზე, რომ ByteDance-ის თანამშრომლები აპლიკაციიდან შეგროვებულ მონაცემებს ჟურნალისტებზე სათვალთვალოდ იყენებდნენ, აკრძალვის მოთხოვნას ისინიც შეუერთდნენ.

«არა მგონია, რომ მათ რამის თქმა შეუძლიათ. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, საკმაოდ საგანგაშოა», — ამბობს ჰავაის დემოკრატი სენატორი, ბრაიან შატცი.

მარტის თვე TikTok-სთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთი შეუერთდა აშშ-ს, კანადას და ბელგიას TikTok-ის სამთავრობო მოწყობილობებიდან აკრძალვის ბრძანებაში. FBI-ის დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ გააფრთხილა კანონმდებლები, რომ აპლიკაციის საშუალებით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ შესაძლოა, ამერიკული საზოგადოების გაყოფა გამოიწვიოს.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ TikTok შეერთებულ შტატებში აიკრძალებოდა, თუ ის არ ჩამოსცილდებოდა ByteDance-ს.

მიმდინარე მოვლენებისას ჩიუს წერილობითი ჩვენებების დიდი ნაწილი მსგავსია იმ არგუმენტებისა, რომლებიც  TikTok-ს წლების განმავლობაში მოჰყავდა.

ის დეტალურად აღწერს აპლიკაციის უსაფრთხოების მახასიათებლებს, განსაკუთრებით, მოზარდებთან მიმართებაში. TikTok-მა მილიარდი დოლარის ძალისხმევა ჩადო აშშ-ს მომხმარებლების მონაცემების დაფარვისთვის.

«ამ თვის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ ისტორიულად დაცული აშშ-ის მომხმარებლების მონაცემების წაშლის პროცესი, რომლებიც ინახება არა-oracle სერვერებზე. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი ამ წლის ბოლოს დასრულდება. ამ სტრუქტურის თანახმად, ჩინეთის მთავრობას არ აქვს გზა, რომ ჰქონდეს წვდომა ამ მონაცემებზე», — წერს ჩიუ.

ჩიუს წერილობითი ჩვენება ასევე ეხმაურება ByteDance-ის ოთხი თანამშრომლის მიერ ჟურნალისტების მონაცემებზე წვდომას და ამბობს: «მე ამ გადაცდომებს ყველაზე მკაცრად ვგმობ». აღსანიშნავია, რომ კომპანია აღნიშნულზე გარე იურიდიულ ფირმასთან ერთად გამოძიებას აწარმოებს.

ყველაზე დიდ ყურადღებას ჩინეთთან დაკავშირებული კომენტარები იქცევს. ჩიუ ამბობს, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ TikTok ჩინეთის მთავრობას ემორჩილება არის «სიმართლესთან კატეგორიულად შეუსაბამო» და აღწერს ByteDance-ს, როგორც «გლობალურ საწარმოს», რომელიც «ჩინელი ანტრეპრენერების მიერ დაარსდა».

მიუხედავად ამ განმარტებებისა, კონგრესი ღრმად დარწმუნებულია ByteDance-სა და ჩინეთის კავშირებში.

ვინ არის შოუ ზი ჩიუ

რაც შეეხება თავად ჩიუს, ცოტა რამ არის ცნობილი, თუ როგორ მუშაობს ან რამხელა ძალაუფლებას ფლობს კომპანიაში.

გასული წლის სექტემბერში, New York Times-ის პროფილში, TikTok-ისა და ByteDance-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ჩიუს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება შეზღუდულია და კომპანიის სადავეებს ByteDance-ის დამფუძნებელი, შანგ იმინი ფლობს. მაგრამ TikTok ახლა საჯარო მოსაუბრედ სწორედ ჩიუს ირჩევს.

გასული წლის ივნისში დეპუტატებისთვის მიწერილ წერილში, სადაც ხაზგასმულია, რომ ის ფუნქციონირებს ავტონომიურად, მშობელი კომპანიისგან დამოუკიდებლად, კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩიუ არ არის ჩინეთიდან, არამედ ის არის «სინგაპურელი, რომელიც სინგაპურში ცხოვრობს».

აღსანიშნავია, რომ ჩიუმ განათლება ელიტარულ ჩინურენოვან სკოლაში მიიღო და ენას თავისუფლად ფლობს. ის იყო სინგაპურის შეიარაღებული ძალების ოფიცერი.

მან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, სანამ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში გაემგზავრებოდა.

მოგვიანებით, ჩიუმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩინური სმარტფონების გიგანტ Xiaomi-ში, სადაც ის ფინანსური  დირექტორი და საერთაშორისო ბიზნესის პრეზიდენტი იყო 2018 წელს.

2021 წლის მარტიდან ის ByteDance-ზე მუშაობდა და გახდა პირველი ადამიანი, ვინც მედია გიგანტში ფინანსური დირექტორის როლი შეასრულა.

ორი თვის შემდეგ, ჩიუ TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

20 მარტს, ვაშინგტონში, TikTok-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მან თავის გამომწერებს სთხოვა, გაეზიარებინათ, თუ რისი თქმა სურდათ კანონმდებლებისთვის. ვიდეოში, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, ის ამბობს: «ეს ჩემთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. ამან [აკრძალვამ] შეიძლება, TikTok 150 მილიონ თქვენგანს წაართვას».

@tiktok

Our CEO, Shou Chew, shares a special message on behalf of the entire TikTok team to thank our community of 150 million Americans ahead of his congressional hearing later this week.

♬ original sound — TikTok

კაპიტოლიუმში დებატები მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯოს TikTok  და არა იმაზე — უნდა დაისაჯოს თუ არა.

დეკემბერში, სამთავრობო მოწყობილობებზე აპლიკაციის აკრძალვაზე სენატის ერთსულოვანი მხარდაჭერის შემდეგ, სენატორი რენდ პოლი, კენტუკის რესპუბლიკელი, ერთ-ერთი გახდა იმ მცირერიცხოვან დეპუტატებს შორის, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ TikTok-ის აშკარა აკრძალვას.

«მე წინააღმდეგი ვარ TikTok-ის აკრძალვის. ვფიქრობ, ეს არღვევს პირველ შესწორებას. ასევე, ვფიქრობ, ის არღვევს აკრძალვას ანგარიშების შესახებ, სადაც ერთი კომპანია მთავრობის სამიზნეა», — ამბობს პოლი.

სახელმწიფო მედიასაშუალება Global Times 21 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში წერს, რომ TikTok-ის აკრძალვისკენ სწრაფვა განპირობებულია «ტოქსიკური ამერიკული პოლიტიკური ატმოსფეროთი» და იქნება თავისუფალი ბაზრის პრინციპების დარღვევა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
TikTok როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
თემის მიხედვით
TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
თემის მიხედვით
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
თემის მიხედვით
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.