ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
27 თებერვალი 2023, 16:32
2023-02-27
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
კანადის კონფიდენციალურობის დაცვის მარეგულირებლებმა TikTok-ის წინააღმდეგ აპლიკაციის მიერ მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების გამო გამოძიება დაიწყეს. ვიდეო გაზიარების პლატფორმა, რომელიც ჩინურ გიგანტ ByteDance-ს ეკუთვნის, პეკინისთვის ინფორმაციის გადაცემაშია ბრალდებული.
კანადაში ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ევროკომისიის თანამშრომლებს ინსტიტუტის დასაცავად აპლიკაციის წაშლა სთხოვეს.
TikTok-ის თქმით, კონფიდენციალურობა მათთვის «უმაღლესი პრიორიტეტია».
კანადის კონფიდენციალურობის კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მან TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიება კვებეკის, ბრიტანეთის და კოლუმბიის პროვინციული კონფიდენციალურობის მარეგულირებლებთან ერთად დაიწყო.
გამოძიება პლატფორმის წინააღმდეგ, შეერთებულ შტატებსა და კანადაში, მოქალაქეების სარჩელის ფონზე დაიწყო. ასევე, საფუძველი გახდა მრავალი მედია ცნობა, რომლებიც TikTok-ის მიერ პირადი ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებას და გამჟღავნებას იტყობინება.
გამოძიება მიზნად ისახავს, დაადგინოს, «შეესაბამება თუ არა ორგანიზაციის პრაქტიკა კანადის კონფიდენციალურობის კანონმდებლობას».
კონფიდენციალურობის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ TikTok-ის ბევრი მომხმარებელი ახალგაზრდაა, ხოლო «ბავშვთა კონფიდენციალურობის დაცვა» უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.
ისინი შეისწავლიან, ასრულებს თუ არა კომპანია გამჭვირვალობის ვალდებულებებს.
TikTok-ის სპიკერის თქმით, გამოძიება არის შესაძლებლობა, საბოლოოდ გამჟღავნდეს, როგორ იცავს კომპანია კანადელების კონფიდენციალურობას.
ფართო მოძრაობა
კანადა უერთდება მთავრობებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს აპლიკაცია მონაცემების მოსაპოვებლად ან თავისი ინტერესების სასარგებლოდ.
გასულ თვეში ჰოლანდიის მთავრობამ საჯარო მოხელეებს ურჩია, თავი აარიდონ აპლიკაციას. აშშ-ში ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის აკრძალვა უკვე დაწესებულია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ეწინააღმდეგება მოწოდებებს და არ მიიჩნევს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს უნდა აეკრძალოთ TikTok-ის მოხმარება.
ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალისია კერნსი ხელმძღვანელობს მოწოდებას გაერთიანებული სამეფოს მთავრობისადმი, მიჰყვეს ევროკომისიას და უბრძანოს თანამშრომლებს აპლიკაციის წაშლა.
TikTok-მა წარსულში განაცხადა, რომ მისი სერვისის მონაცემებზე წვდომა ბეიჯინგს არ შეუძლია.