TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok პლატფორმაზე მილიონობით სიმღერას აღადგენს მას შემდეგ, რაც Universal Music Group-თან ჰონორარებთან დაკავშირებით დავას მოაგვარებს.
TikTok პლატფორმაზე მილიონობით სიმღერას აღადგენს მას შემდეგ, რაც Universal Music Group-თან ჰონორარებთან დაკავშირებით დავას მოაგვარებს.
TikTok-მა და ხმისჩამწერი ლეიბლების ჰოლდინგმა Universal Music Group-მა (UMG) მუსიკალური კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ TechCrunch წერს.
TikTok-ის მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ, გამოიყენონ ისეთი ცნობილი შემსრულებლების ტრეკები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ბილი ეილიში და არიანა გრანდე. გარიგების სხვა ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.
კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება 1-2 კვირაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ არსებული ვიდეოები, რომელშიც გამორთულია UMG მუსიკა, ჩაირთვება, როგორც კი კატალოგი ხელმისაწვდომი გახდება.
შეგახსენებთ, ხმისჩამწერი ლეიბლების ჰოლდინგმა Universal Music Group-მა, რომელიც ფლობს უფლებებს მრავალი საერთაშორისო ვარსკვლავის მუსიკაზე, როგორიცაა Taylor Swift, The Weeknd და Drake, გამოაცხადა, რომ აპირებდა მისი სიმღერების ამოღებას TikTok-დან კომპანიებს შორის გადახდის თაობაზე უთანხმოების გამო.