ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს

გიგანტური 3D პრინტერი, რომელიც სახლის ასაშენებლადაც საკმარისად დიდია, მაინის უნივერსიტეტში გაიხსნა.

კომენტარის დატოვება
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს

გიგანტური 3D პრინტერი, რომელიც სახლის ასაშენებლადაც საკმარისად დიდია, მაინის უნივერსიტეტში გაიხსნა.

უნივერსიტეტის თქმით, მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი პოლიმერული 3D პრინტერის რეკორდი მოხსნეს — ახალი პრინტერი ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე მისი წინამორბედი, რომელიც ასევე მაინის უნივერსიტეტში შეიქმნა.

Factory of the Future 1.0-ს (FoF 1.0) შეუძლია, 29 მ სიგრძის ობიექტები დაბეჭდოს — დაახლოებით ლურჯი ვეშაპის სიგრძე.

მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე აგურით  დამზადებულ სახლებში ცხოვრებას გავაგრძელებთ. 

«დიდი 3D პრინტერები უფრო ხშირად სახლების ნაწილების დასამზადებლად გამოიყენება, ვიდრე მთლიანად ასაშენებლად». — ამბობს დოქტორი ეჟინ პეი, რომელიც ბრუნელის უნივერსიტეტში მუშაობს.

მისი თქმით, ისინი შეიძლება ისტორიული რესტავრაციისთვის, გამოვიყენოთ — «არა სახლის დასაბეჭდად, არამედ ხან დეკორატიული ნაწილების დასაბეჭდად, ან ზოგიერთი ნაწილის აღსადგენად».

ისინი შესაძლოა სტიქიური უბედურებების შემდეგ განადგურებული შენობების ნაწილების დასამზადებლად იდეალური იყოს.

მაინის უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ პრინტერი ხელმისაწვდომი იქნება საცხოვრებლის, ასევე ხიდების, ნავებისა და ქარის ტურბინების შესაქმნელად.

მას საათში 227 კგ მასალის დაბეჭდვა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ 3D პრინტერები ხშირად პლასტმასს ბეჭდავენ, უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ უფრო მდგრად მასალებს შეიტანს და პრიორიტეტს გადამუშავებულ პოლიმერებს მიანიჭებს.

«მინუსი არის ის, რომ ასეთი მასალები არც თუ ისე გამძლეა». — ამბობს დოქტორი პეი. «მაგალითად, ხე არც ისე გამძლეა, მაგრამ ის ეკოლოგიურად უფრო სუფთაა».

3D ბეჭდვის პროცესი დროს დაზოგავს და ნარჩენებს შეამცირებს, მაგრამ  გარემოზე გარკვეული ზემოქმედება მაინც არის.

«ზოგჯერ გამოყენებული მასალები სრულად ვერ გადამუშავდება». — გვიხსნის დოქტორი პეი.

თუმცა, რადგან პროდუქტები კომპიუტერზეა შექმნილი, მათი ენერგოეფექტურობა შეიძლება წინასწარ გამოითვალოს და განისაზღვროს.

იმედოვნებენ, რომ 3D ბეჭდვა წარმოების, როგორც დიდ, ისე მცირე მასშტაბებს გარდაქმნის.

ის სფეროების ფართო სპექტრში გამოიყენება — კოსმოსური რაკეტებიდან დაწყებული, თოჯინებით დამთავრებული.

მაგრამ მას ასევე ბნელი მხარეც აქვს — კრიმინალები ტექნოლოგიას იარაღის დასამზადებლად იყენებენ.

გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში, ორი მამაკაცი 3D პრინტერის გამოყენებით ავტომატების დამზადებისთვის დააპატიმრეს.

აშშ-ში 3D პრინტერით შექმნილ მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან
აშშ-ში 3D პრინტერით შექმნილ მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან
თემის მიხედვით
აშშ-ში 3D პრინტერით შექმნილ მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
adtech  — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
adtech — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
adtech — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
2019 წელს სამთავრობო კონტრაქტორმა და ტექნოლოგმა, მაიკ იეგლიმ,  ვაშინგტონში ვიზიტები დაიწყო. მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაწესებულებაში ყველასთვის, ვინც მოუსმენდა, მკვეთრი და მნიშვნელოვანი გაფრთხილება ჰქონდა: აშშ-ის მთავრობას Grindr-ის პრობლემა ჰქონდა. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Wired-ში
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.