ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
22 დეკემბერი 2023, 10:30
2023-12-22
„ტესტერთათვის სიახლეების გაცნობის გზა კონფერენციებია" — თიბისის გუნდი AutomationSTAR-ზე
თიბისის 9 ადამიანისგან შემდგარი ტესტერთა გუნდი ბერლინში გაემგზავრა და დაესწრო კონფერენციას AutomationSTAR. AutomationSTAR, რომელიც 2-დღიანი ღონისძიებაა, 2023 წელს 31-დ ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან ტესტირების სფეროს ასობით ლიდერს და ინჟინერს უმასპინძლა.
თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდი, ალინა ტყაბლაძე dev.ge-სთან მიღებულ გამოცდილებასა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ჰყვება.
კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა.
თიბისის გუნდის წევრებმა გარდა იმისა, რომ საინტერესო ზოგადი შეხედულებები და თემების გარშემო კონკრეტული იდეები შეაგროვეს, ტესტირების სფეროს მოწინავე პროფესიონალებთან პირადადაც ისაუბრეს, ამასთან, სპეციალური პლატფორმის გამოყენებით, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში არსებულ გადაწყვეტებზე მოუყვნენ.
ალინა ტყაბლაძე იმასაც აღნიშნავს, თუ როგორი მნიშვნელოვანია თიბისის თანამშრომლებისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მისი თქმით, თიბისის ტესტერთა გუნდის წევრებს არ აქვთ საშუალება, საქართველოში ამ მიმართულებით გამოცდილებისა და პრაქტიკების შესახებ სხვა კომპანიებს ჰკითხონ. მიზეზი ერთადერთია — თიბისი ყველაზე მასშტაბური და გამოცდილია. ამიტომ, ერთადერთი საშუალება, სადაც მათ დამატებითი ცოდნის მიღება შეუძლიათ, საერთაშორისო ბაზარია.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.