ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე

თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 

კომენტარის დატოვება

სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება. გუნდი ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ღონისძიებაზე, Agile Prague-ზე იმყოფებოდა. 

dev.ge-სთან კონფერენციის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე, ემოციებსა და მნიშვნელობაზე თიბისის Agile ქოუჩმა, კოტე კევლიშვილმა ისაუბრა.

კოტეს თქმით, Agile Prague, რომელსაც თიბისიდან 23 ადამიანი დაესწრო, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა. კოტე იმედოვნებს, რომ მსგავსი შესაძლებლობა გუნდს კიდევ ბევრჯერ მიეცემა.

კოტე კევლიშვილი
«ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია, რომელიც სექტემბერში ჩატარდა,  2 დღის განმავლობაში გაგრძელდა — იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას».

კოტეს აზრით, მსგავსი კონფერენციები ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც თიბისია უმნიშვნელოვანესია. კომპანია არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის. აქედან გამომდინარე, პროგრესის ხარისხის გაგების საუკეთესო გზა სხვა ორგანიზაციებთან შედარებაა. 

კოტე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კონფერენცია იმის დასტური იყო, რომ კომპანია სწორ გზაზე დგას და მეორე მხრივ, ნიშანი, რომ კონკრეტული პრაქტიკები, რომლებიც იქ გაუზიარეს, მომავალში თიბისიში უნდა დანერგონ. 

კოტე კევლიშვილი
«როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, გეხმარება, მსგავს ღონისძიებას დაესწრო, მოტივაციას საგრძნობლად გმატებს. ამასთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა ისეთი მიმართულების წარმომადგენლისთვის, როგორიც Agile-ია, ძალიან მნიშვნელოვანია».

კოტე გვიყვება, რომ კონფერენციაზე მხოლოდ დამსწრეების როლში არ ყოფილან და ყველაფერში აქტიურად ჩაერთნენ. მაგალითად, თიბისის გუნდის წევრებმა, ლევან კოკაიამ და ანრი მანიამ საკუთარი სტარტაპი წარადგინეს, რომელიც Agile Tooling-ს შეეხება, რამაც კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია.  

მთლიანობაში, კონფერენცია თიბისის ტექ გუნდისთვის ძალიან ღირებული იყო — დიდი გამოცდილების მიუხედავად, ზოგჯერ, მხოლოდ შიდა ორგანიზაციულ ჭრილში იმის გაგება, თუ რამდენად კარგად პროგრესირებ, რთულია. თიბისის გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და მიხვდნენ, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებიან, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია.  

თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თემის მიხედვით
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.