ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეთიბისი
5 დეკემბერი 2023, 11:53
2023-12-05
„დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივდივართ” — თიბისის DevOps გუნდი DEVOPS Barcelona-ზე
DevOps ტექნოლოგიურ სამყაროში შედარებით ახალი პრაქტიკა და ფილოსოფიაა, რომელიც ორგანიზაციებს გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად მუშაობაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე წელიწადში DevOps თიბისის განუყრელი ნაწილი გახდა და კულტურად იქცა, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება — კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდს, რომელიც ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს, განვითარებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა მისცეს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა თიბისის DevOps გუნდი კონფერენციაზე DevOps Barcelona.
DevOps Barcelona 9-10 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიება 2019 წლიდან ტარდება. ძირითადი მიზანი ინჟინრებისთვის, რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, გამოცდილების გაზიარებაა. წლევანდელი ღონისძიების სპონსორები ისეთი ცნობილი კომპანიები იყვნენ, როგორებიცაა Fastly, New Relic, PagerDuty, Varnish, OVH cloud და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე, ემოციებზე, მნიშვნელობასა და შეძენილი ცოდნის კომპანიაში დანერგვის გეგმებზე თიბისის DevOps გუნდის ლიდი, ქეთი წიკლაური გვესაუბრა.
ქეთის თქმით, როგორც აღმოჩნდა, თიბისიში ძალიან ბევრ ისეთ ხელსაწყოსა და პრაქტიკას იყენებენ, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ეს კომპანიის DevOps ინჟინრების თავდაჯერებულობასა და მოტივაციას ერთი-ორად ზრდის.
ქეთი ამბობს, რომ კონფერენციის ფარგლებში მიღებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გუნდის სხვა წევრებისთვისაც აპირებენ, თუმცა, იქამდე ამ ყველაფრის კარგად გააზრება და კომპანიის საჭიროებებზე მორგებაა საჭირო, რაც მარტივი პროცესი არ არის.
დამსწრე საზოგადოება DevOps Barcelona-ს კონფერენციის ფარგლებში ბევრ საინტერესო ქეისს გაეცნო. ქეთიზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გუნდების შრომისმოყვარეობამ მოახდინა — რამდენს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგისთვის მიეღწიათ.
ქეთის თქმით, უმნიშვნელოვანესია, როცა კომპანია, რომელშიც მუშაობ განვითარებისთვისა და ახლის
შესწავლისთვის მსგავს, მაღალი დონის კონფერენციაზე გიშვებს. ეს გუნდის მუშაობისა და ლოიალურობის ხარისხზე დადებითად ისახება.
ქეთის აზრით, ერთ კონფერენციასაც კი შეუძლია დაგანახოს და შთაგაგონოს ის, რასაც შეიძლება თავად ვერ მიხვდე — ახალი ხელსაწყოების გაცნობის პროცესიც საინტერესოა — უნდა ჩაუჯდე, ისწავლო, წაიკითხო, ინფორმაცია მოიძიო, გაარჩიო, რაც, რა თქმა უნდა, განვითარებაში გეხმარება.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.