ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
25 მარტი 2024, 17:09
2024-03-25
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით.
3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
ღონისძიებაზე Space International-ის წარმოამდგენელი, ლევან მურუსიძე — DevOps მიმართულების ლიდი ისაუბრებს თემაზე: «პლატფორმული ინჟინერია: პრაქტიკული პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდებისთვის».
ლევანი შესთავაზებს პერსპექტივებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ციკლების და სწრაფი მიწოდების შესახებ.
თიბისის კი წარადგენენ ალექსანდრე კვაიჭაძე, გიორგი კაჭარავა და მათე გოგიბერიძე, რომლებიც წარმართავენ ვორქშოფს სახელწოდებით «AWS Direct Connect and Interconnecting Services with On-Prem Datacenters».
მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გაიგონ მეტი ტექნიკური AWS ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის სტრატეგიებზე.
ვიქტორ ვედმიჩი, Senior Developer Advocate ჩაუღრმავდება ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მისი პრეზენტაციით «Generative AI Explained» კომპლექსური აბსტრაქტის გამარტივება». ვედმიჩის თემა დაფარავს, AI-ს და მის შედეგებს სხვადასხვა ინდუსტრიებზე.
AWS User Group Tbilisi 2024 მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ ქმედითი ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მათი სამუშაო პროცესების განვითარებას.
დასწრება თავისუფალია, თუმცა დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია 👈
დამატებითი ინფორმაცია AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე 👈
AWS User Group Tbilisi არის საზოგადოებაზე ორიენტირებული კომუნა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას, თანამშრომლობას და ინოვაციას AWS მომხმარებლებსა და ენთუზიასტებს შორის თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში.
თიბისი ჯგუფმა დააარსა Space International სტრატეგიული მიზნით, ჯგუფის გლობალური გაფართოების მცდელობების ხელშეწყობისთვის. 2018 წელს გუნდმა საქართველოში წარმატებით შემოიტანა პიონერული ნეობაბანკი Space.
ამ წარმატების საფუძველზე, შემდგომი ძალისხმევა მიმართული იყო 2020 წელს უზბეკეთში სრულად ციფრული ბანკის, TBC UZ-ის შექმნისა და გაშვებისკენ. მნიშვნელოვანი ნაბიჯით უზბეკეთის ბაზარზე თავისი ადგილის გაძლიერების მიზნით, თიბისის ჯგუფმა 2023 წელს შეიძინა Payme, ცნობილი ადგილობრივი გადახდების პროვაიდერი.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
ნატო ჩაკვეტაძე Google’s Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი ღონისძიებისა «შეცვალე მომავალი», რომელიც 14 მარტს, თბილისში, გლობალური კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება.
«ამ ღონისძიებით გვსურს, წარმოვაჩინოთ ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. ამით კი შთავაგონოთ გოგოების და ქალების მომავალი თაობა, თავადაც ჩაერთონ ჩაერთონ ტექნოლოგიებში და შექმნან თავიანთი წარმატება». — ამბობს ნატო dev.ge-სთან.