ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ

თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ.

OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ. 

მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

კომენტარის დატოვება

მიხეილი ჰყვება, რომ ლისაბონის კონფერენციის პირველ დღეს პლატფორმის გამომყენებელი კომპანიები და დეველოპერები საკუთარ გამოცდილებას, შეცდომებს, მიდგომებს, მიღწევებს, ტექნიკურ გადაწყვეტებს, საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებს აზიარებდნენ. 

მიხეილ ოსიპოვი
«ზოგადად, OutSystems მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმაა — გლობალური ლიდერი მაღალი წარმადობის Low-Code ბიზნეს აპლიკაციების დეველოპმენტში, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიზნეს აპლიკაციებს დეველოპმენტის დროს და ძალისხმევას. კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა OutSystems დეველოპერს, არქიტექტორს, ტექ. ლიდს და სხვა პროფესიონალს აერთიანებს საკუთარი გამოცდილების და ბოლო მიღწევების გასაზიარებლად».

კონფერენციის მეორე დღე OutSystems-ის ტექნიკური პერსონალის მიერ მომზადებული საკითხებიდან შედგებოდა — ტრენდები, გრძელვადიანი გემები, ინოვაციები, საუკეთესო პრაქტიკები და სხვა. მაგალითად: OutSystems და Enterprise Architecture, High-performance low-code პლატფორმის შესაძლებლობები და რეალიზაციის საუკეთესო მიდგომები დიდი მასშტაბის მოქნილი სისტემების შესამუშავებლად, დიზაინ სისტემების და UI/UX-ის გაუმჯობესება და სხვა.

მიხეილისთვის, როგორც OutSystems დეველოპერისთვის, კონფერენცია სასარგებლო აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბევრ ახალ ტრენდსა თუ პრაქტიკაზე მიიღო ინფორმაცია, რომელიც მისთვის აქამდე უცნობი იყო.

მიხეილ ოსიპოვი
«ჩემთვის, როგორც თიბისის OutSystems დეველოპერისთვის და ასოცირებული პარტნიორისთვის, კონფერენცია იყო მნიშვნელოვანი მიმართულებაში ბოლო ტრენდების, საუკეთესო პრაქტიკების, გამოცდილების, ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის და თიბისიში OutSystems-ის მიმართულების წინაშე მდგომი ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ».

მიხეილის თქმით, კონფერენციაზე განხილული საკითხები და მიღებული ცოდნა თიბისიში არსებულ გამოწვევას პირდაპირ პასუხობდა — აპლიკაციების არქიტექტურის, წარმადობის, უსაფრთხოების, UI/UX-ის, მაშტაბირობადობის, CI/CD პროცესების ავტომატიზაციის გაუმჯობესებაში და ამისთვის ახალი პრინციპების, მიდგომების, პრაქტიკების და ინსტრუმენტების გამოყენებაში.

მიხეილ ოსიპოვი
«ეს ყველაფერი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროგრამული პროდუქტების მოწოდებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება».

მიხეილის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ადამიანის, როგორც პროფესიონალის გამოცდილება — მსგავს კონფერენციებზე რაიმე ახალსა და სასარგებლოს აუცილებლად ისწავლი. ამასთან კოლეგებთან ინტერაქცია და კოლაბორაცია საქმიანობისთვის სასარგებლო და ეფექტურია.

მიხეილ ოსიპოვი
«ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ხედავ, რომ შენთან ერთად სხვა უამრავი პროფესიონალიც მსგავს გამოწვევებზე მუშაობს და წარმატებით უმკლავდება. ეს ყველაფერი ზოგად განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და მეტ სტიმულს გაძლევს. ძალიან წამახალისებელი, მამოტივირებელი და პროფესიული განვითარებისთვის ეფექტურია».

მიხეილი და თიბისის სხვა დეველოპერები კონფერენციის ორგანიზებით კმაყოფილები არიან. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის წარმომადგენელი (დეველოპერები, ტექ. ლიდერები, მენეჯერები, არქიტექტორები და სხვა), ჯამში დაახლოებით 1500 ადამიანი, ესწრებოდა.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თემის მიხედვით
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
თემის მიხედვით
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI  კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
„რესპუბლიკაში
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.