ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა

3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 

«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 

კომენტარის დატოვება

ღონისძიებაზე ლევანმა ისაუბრა თემაზე «პლატფორმული ინჟინერია — პრაქტიკული პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდებისთვის». მან აუდიტორიას წარუდგინა პერსპექტივები პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ციკლების შესახებ.  

როგორც ლევანმა თქვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები სწორედ ამ მიმართულების ცოდნას მოითხოვს. 

«ჯერჯერობით საქართველოში ეს საკითხი ახალია. მისი გააზრება დაგვეხმარება, დავზოგოთ დრო, ვიმუშაოთ უფრო სწრაფად და ვიყოთ მეტად ეფექტიანები. რაც შეეხება მიკროსერვისებს და პლატფორმულ ინჟინერიას — ეს ცოდნა უნდა ჰქონდეთ დეველოპერულ გუნდებს, ოპერაციულ გუნდებს, C ლეველის ადამიანებს და ა.შ». — ამბობს ლევანი. 

ლევან მურუსიძე

Meetup-ზე შეკრებილებმა მოუსმინეს AWS Senior Developer Advocate-ის, ვიქტორი ვედიმიჩის პრეზენტაციას გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მან ისაუბრა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს AI-მ სხვადასხვა ინდუსტრიაზე. 

პრეზენტაციების შემდეგ თიბისის წარმომადგენლებმა, ალექსანდრე კვაიჭაძემ, გიორგი კაჭარავამ და მათე გოგიბერიძემ ჩაატარეს ვორქშოფი სახელწოდებით «AWS Direct Connect and Interconnecting Services with On-Prem Data Centers».

ალექსანდრე კვაიჭაძე, გიორგი კაჭარავა და მათე გოგიბერიძე

AWS Group-ის წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი კერატიშვილი გვეუბნება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე მომუშავე ინჟინრებს თანამოაზრეების პოვნასა და შესაბამისად, კითხვებზე პასუხის მიღებაში დაეხმაროს. 

«ამისთვის ძალიან მოსახერხებელია მსგავსი შეკრებები. ახალ პერსპექტივას იგებ, სხვა ადამიანის აზრს ითვალისწინებ. შესაბამისად, მსგავსი გარემო, როცა შეიძლება გაიგო ახალი მიდგომების შესახებ, გაძლევს დიდ ბიძგს, კიდევ მეტი ისწავლო. ეს არის ციკლი, წრე, სადაც ყველანი ცოდანას ერთმანეთს ვუზიარებთ და ყველა ერთად ვვითარდებით». — თქვა გიორგი კერატიშვილმა. 

Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფართოოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით.

ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
თემის მიხედვით
ტექ ლიდის როლი Space International-ში
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
თემის მიხედვით
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
მსხვილი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია Space International გუნდის ახალ წევრებს ეძებს.  ნახეთ, რა პოზიციებზე აცხადებს კომპანია ვაკანსიებს👇
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.