ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა

თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 

კომენტარის დატოვება

შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. სპიკერებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე გამოდიან, თიბისის თანამშრომლები არიან.  

შეხვედრები მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და ცოდნის გაზიარების ნაწილს, ისე ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების დამყარებას და იდეების ჩამოყალიბებას, ვინაიდან ზოგჯერ თანამშრომლები ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად იცნობენ და ამავე რეჟიმში მუშაობენ. 

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ამჯერად დეველოპერებისთვის, გასულ კვირას შედგა.

შეხვედრის შესახებ თიბისის თანამშრომლებმა ადრევე იცოდნენ. მათ სიტყვით გამოსვლების თემები შეარჩიეს და წარადგინეს. აუდიტორიის წინაშე მათივე შერჩეული 5 სპიკერი წარსდგა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ხმის მიცემის შედეგად საუკეთესოდაც დასახელდა და ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. 

სპიკერი, რომელმაც თანამშრომლების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ბექენდ დეველოპერი შაკო ტურაშვილია. როგორც ამბობს, მისი მთავარი მიმართულება .Net ის ეკოსისტემაა. 

შაკოს პრეზენტაცია კი  .Net aspire-ს ეხებოდა — ახალ ტექნოლოგიას .Net-ში. 

შაკო ტურაშვილი
«წინა შეხვედრას დავესწარი. იყვნენ ძალიან საინტერესო გამომსვლელები, საინტერესო თემებით. მათი დახმარებით გავიგე ბევრი სიახლის შესახებ, რამაც ახალი ინტერესები გამიჩინა. ამის გამო წელს მეც მომინდა, მეგობრებისთვის სიახლეები გამეზიარებინა.

შევარჩიე თემა, რომელიც .NET კომუნისთვის სიახლეა, რომელიც მეც და ჩემს ბევრ კოლეგასაც ძალიან გვაინტერესებს, ვინაიდან მისი ძირითადი მიზანი დეველოპერების საქმის გამარტივებაა». 

შაკოს თქმით, თიბისის მიდგომა არის როგორც ტექნოლოგიური, ისე თანამშრომლების პროფესიული განვითარება და ამისთვის ბევრს შრომობენ, ამასთან, ბევრსაც სწავლობენ. 

შაკო ტურაშვილი
«2,5 წელია, თიბისიში ვმუშაობ და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლის მასალა გავიარე». 

სწორედ თანამშრომლების კომპეტენციის კიდევ უფრო ამაღლებასა და ამასთან, პროფესიული განვითარების კულტურის ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას თიბისის ასოცირებული პარტნიორი/დეველოპერი ჯუბო ფალელაშვილი.

მისი თქმით, .Net შეხვედრების სერია ასევე უწყობს ხელს ინოვაციების განვითარებას, კოდის ხარისხის გაუმჯობესებას და უფრო ძლიერი, ერთიანი გუნდის ჩამოყალიბებას, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჯუბო ფალელაშვილი
«წინა წლის .Net შეხვედრასთან განსხვავებით, პრეზენტაციების ხარისხი წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, რაც მოტივაციას გვაძლევს უფრო მეტად საინტერესო შეხვედრების ორგანიზების. ბევრი ძალიან საინტერესო საკითხიდან, წლევანდელ შეხვედრაზე გამოვარჩევდი თემას: Beyond the clouds: .Net Aspire’s vision for modern development რომლის პრეზენტაციის ჭრილშიც მაქსიმალურად გასაგებად, საინტერესოდ და სრულყოფილად იყო მიტანილი სათქმელი აუდიტორიამდე». 

თიბისის გუნდის წევრებისვე თქმით, თიბისიში, გარდა მსგავსი ფიზიკური შეხვედრებისა, ყოველკვირეულად ტარდება თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიები, რაც ხაზს უსვამს კომპანიის თანამშრომლებზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას. 

ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
თემის მიხედვით
ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
3 აპრილს Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
თემის მიხედვით
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა

ასევე წაიკითხეთ
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
ნატო ჩაკვეტაძე Google’s Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი ღონისძიებისა «შეცვალე მომავალი», რომელიც 14 მარტს, თბილისში, გლობალური კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება. «ამ ღონისძიებით გვსურს, წარმოვაჩინოთ ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. ამით კი შთავაგონოთ გოგოების და ქალების მომავალი თაობა, თავადაც ჩაერთონ ჩაერთონ ტექნოლოგიებში და შექმნან თავიანთი წარმატება». — ამბობს ნატო dev.ge-სთან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.