ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტექ კონფერენციები — თიბისის .Net დეველოპერები NDC Porto-ზე

ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად ცვალებადი სფეროა, ამიტომ მუდმივი სწავლა, ახალი და განსხვავებული ცოდნის მოპოვება, ახალი ტრენდებისთვის ფეხის აწყობა და ხელსაწყოების გაცნობა კარიერული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას, ცხადია, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც იაზრებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, თანამშრომლებს სწავლისთვის კომფორტული გარემო შეუქმნან.

თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში  იმპლემენტაციას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

ამჯერად თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. თიბისის ტექ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო ჩოგოვაძემ dev.ge-სთან უშუალოდ კონფერენციაზე, მის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრა.

NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

ნინო ჩოგოვაძე
«კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით».

ნინო ჩოგოვაძე და თიბისის ტექ გუნდის სხვა წევრები NDC Porto-ს ფარგლებში რამდენიმე ახალ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ტრენდსა თუ სიახლეს გაეცნენ. გვიყვება, რომ კონფერენციაზე ტესტირების ერთ-ერთი მეთოდოლოგია და მასთან დაკავშირებული სიახლეები დეტალურად განიხილეს. ამასთან, ინფორმაცია მიიღეს ახალი ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის გამარტივებისთვის არის შექმნილი.

ნინო ჩოგოვაძე
«ბევრი ვისაუბრეთ Property Based Testing-ზე. ბევრი ლექცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ძველი სისტემების მოდერნიზაცია. სპიკერები ძირითადად საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ ხელსაწყოებს გავეცანით, რომელიც მთლიან პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის». 

ნინომ კონფერენციის ფორმატზეც ილაპარაკა — მისი თქმით, ყველაფერი იდეალურად იყო დაბალანსებული და კონფერენცია როგორც frontend, ასევე backend დეველოპერს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მისცემდა. 

ნინო ჩოგოვაძე
«frontend და backend დეველოპერებისთვის ტექნოლოგიური და ტექნიკური ლექციები ტარდებოდა. ამასთან ერთად, რბილი უნარების ნაწილიც ძალიან მომეწონა, რადგან ტექნოლოგიურ სპექტრზე იყო ორიენტირებული. ღონისძიება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ორგანიზატორები პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. რაც შეეხებათ სპიკერებს, ისინი სცენის გარეთაც მეგობრულები და კომუნიკაბელურები იყვნენ — ნებისმიერ დროს შეგეძლო მათთან მისვლა და გასაუბრება».

რაც შეეხება მივლინების მნიშვნელობას მსგავს ღონისძიებაზე დასწრების მიზნით — ნინოს თქმით, გარდა მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისა, ეს ერთგვარი განტვირთვაა, რომელიც ყველა თანამშრომელს სჭირდება. ამასთან ერთად, მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიებს ეცნობი და საინტერესო სპიკერებს უსმენ.

ნინოს აზრით, მთავარი ღირებულება ის არის, რომ საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს განსხვავებულად უყურებ და ფიქრობ, როგორ დანერგო საუკეთესო პრაქტიკები.

ნინო ჩოგოვაძე
«სხვა ქვეყანაში მიდიხარ, ახალ რაღაცებს ნახულობ, რაც განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. აგრეთვე, ახალ ტრენდებსა და სიახლეებს ეცნობი, რომლებზეც საინტერესო სპიკერები გესაუბრებიან — მათ აზრს იზიარებ და შესაძლებლობას გაქვს, რომ პირადად გაესაუბრო. დამატებით, მსგავსი მივლინებები ახალი კონტაქტებისა და კავშირების შეძენისთვისაც იდეალურია — შენს სფეროში სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს ეცნობი».

ნინო ჩოგოვაძე და მთლიანად გუნდი თიბისის მადლობელია, რადგან მსგავსი დონისა და ხარისხის კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა. როგორც გვიყვება, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ კომპანია, რომელშიც მუშაობს, თანამედროვეა და ახალი ტრენდების ათვისებასა და დანერგვას მაქსიმალურად ცდილობს.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თემის მიხედვით
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.