ჯენიფერ დისტეფანომ უცხო ნომერს უპასუხა. «დედა, მე ყველაფერი გავაფუჭე». — მოესმა ატირებული ქალიშვილის ხმა. «ამ ცუდმა კაცებმა მომიტაცეს». კაცმა ფულის მოთხოვნა დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ ქალიშვილს მექსიკაში წაიყვანდა და იქ დატოვებდა. მაგრამ სანამ ენიფერი ტელეფონზე საუბრობდა, მეგობრებმა მის ქალიშვილთან მიახლოება მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ ის სინამდვილეში თავისუფალი იყო. ტელეფონში გამოყენებული ხმა ყალბი აღმოჩნდა.
დისტეფანომ, ჯერ კიდევ შეძრწუნებულმა, ეს ამბავი აშშ-ის სენატის ქვეკომიტეტის მოსმენაზე (ხელოვნური ინტელექტის შესახებ) ივნისში მოჰყვა. ხმის კლონირების ტექნოლოგიების საფრთხეზე ხმამაღლა საუბარი ახლა იწყება. ბოლო თვეების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ყურადღების უმეტესი ნაწილი დიდი ენობრივი მოდელებისკენ, არის მიმართული. მაგალითად, ChatGPT, რომელიც ტექსტის დახმარებით მუშაობს — მაგრამ ხმის კლონირების ტექნოლოგიის გავლენა არანაკლები იქნება.
ხმის მოკლე ნიმუში შეიძლება AI მოდელის მოსამზადებლად გამოიყენონ, რომელსაც შემდეგ ნებისმიერი მოცემული ტექსტის წარმოთქმა შეეძლება, ცხადია, კონკრეტული პიროვნების ხმით. სავარაუდოდ, Apple ამ ფუნქციას თავის ახალ ოპერაციულ სისტემაში, IOS 17-ში დაამატებს, რომელიც სექტემბერში გამოვა. კომპანიის თქმით, ტექნოლოგია ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ხმის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ — მაგალითად, ისეთი დეგენერაციული დაავადების გამო, როგორიცაა ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი.
მათ, ვისაც საკუთარი ხმის კლონირება სურს, AI სტარტაპი, ElevenLabs სთავაზობს, საკუთარი კლონები წუთებში შექმნან. შედეგები შემაშფოთებლად ზუსტია. ხმის გენერირებისას სისტემა სლაიდერს გთავაზობთ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ცვალებადობასა და სტაბილურობას შორის არჩევანი გააკეთონ — აირჩიეთ მეტი ცვალებადობა და აუდიოს რეალური ინტონაცია ექნება, მათ შორის პაუზები და დაბრკოლებები, როგორიცაა «ეჰ…».
ლინგვისტმა და კონსულტანტმა ტეილორ ჯონსმა ElevenLabs-ის ტექნოლოგიაში ხარვეზები აღმოაჩინა. მაგრამ ტექნოლოგიის გამოცდამ, კერძოდ საკუთარ დედასთან «საუბარმა» ქალი, რომელმაც ის გაზარდა, მოატყუა. («აღარ გაიმეორო ასე». — გააფრთხილა დედამ ტეილორი.) ჯონსონმა ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუმცა დედამ კლონ-ჯონსონს პასუხი აღარ დაუბრუნა.
რამდენიმე წლის განმავლობაში, კლიენტებს ტელეფონზე საუბრისას საკუთარი თავის იდენტიფიცირება ბანკთან და სხვა კომპანიებთან ხმის გამოყენებით შეეძლოთ. ეს უსაფრთხოების განახლება იყო და არა საფრთხე. მაგრამ კლონირების გამოჩენა ადაპტაციის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
შესაძლოა შემოქმედებითი ინდუსტრიებიც შეფერხდეს. ხმის მსახიობების უნარ-ჩვევები, რომელზეც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობენ, შეიძლება რამდენიმე წამში საჭირო აღარ იყოს. The Telegrapm-მა ახლახანს ინფორმაცია გაავრცელა მსახიობების შესახებ, რომლებმაც მათ ხმაზე საავტორო უფლებებს შეცდომით მოაწერეს ხელი, რამაც მათი კლონირება შესაძლებელი და ლეგალური გახადა. მომავალში ახალი კონტრაქტები იქნება საჭირო. ვალ კილმერმა, რომელმაც ხმის დიდი ნაწილი ყელის კიბოს გამო დაკარგა, ხმის აღდგენას «Top Gun: Maverick"-ისთვის სიამოვნებით დასთანხმდა.
კიდევ ერთი ინდუსტრია, რომელსაც კლონების ზრდასთან გამკლავება მოუწევს, ჟურნალისტიკაა. ჩანაწერები, როგორიც არის, მაგალითად, დონალდ ტრამპის ტრაბახი, რომ ქალებს სხეულის გარკვეული ნაწილებით იჭერს, დიდი ხანია ბლოკბასტერების საგანია. ახლა ვინ ენდობა აუდიო კლიპზე დაფუძნებულ ამბავს?
პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპმა ყველაზე მეტი გააკეთა ტერმინის, «ყალბი ამბების» პოპულარიზაციისთვის — და ეს ხმის კლონირებამდე, ყალბი ვიდეოების, ხელოვნურად გენერირებული სურათებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელებამდე იყო. ახლა, კიდევ უფრო მეტი დამნაშავე, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგება ცდუნებას მიიღებს თქვა, «ეს მე არ ვიყავი». და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ზოგიერთი მიზანს მიაღწევს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.