ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს

ჩინეთში Tesla-ს ელექტომობილების შემცირებულმა ფასებმა გაყიდვები გაზარდა. თუმცა, ანალიტიკოსები და კომპანიის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ავტომწარმოებელმა გრძელვადიანი და არც ისე მარტივი თამაში უნდა განაგრძოს, რათა მსოფლიო ბაზარზე სწრაფად განვითარებადი კონკურენტების ჩრდილქვეშ არ მოექცეს.

კომენტარის დატოვება

2023 წლის იანვარში Tesla-ს მანქანების მიწოდება, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, ფასების შემცირებამ კომპანია ისეთ პოზიციაზე გაიყვანა, სადაც ფასების ომში, ჩინეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, კონკურენტებთან ბრძოლა მოუწევს.

თუმცა, ისინი მიუთითებენ, რომ Tesla კონკურენტებს ჩინეთში ახალი მოდელების დანერგვასა და სანავიგაციო სისტემების გაუმჯობესებაში ჩამორჩება. ასევე, ელექტრომობილების კომპანიების უმრავლესობამ მდიდრული ინტერიერის დანერგვა დაიწყო, რასაც Tesla ჯერჯერობით არ აკეთებს.

«Tesla-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა და მომავალშიც შეექმნება. ის ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნებს და პრეფერენციებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ფასების დაწევა მოუწია, რაც მომავალში კიდევ უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული». — თქვა ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (CPCA) გენერალურმა მდივანმა, კუი დონგშუმ.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც კი აღიარებს, რომ მის კომპანიას ჩინეთში უდიდეს და უმძიმეს კონკურენციასთან გამკლავება ძალიან მალე მოუწევს. 

ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია ელის, რომ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვები 2023 წელს 35%-ით გაიზრდება, რაც ჯამში დაახლოებით 9 მილიონ ავტომობილს შეადგენს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ Tesla-მ ჩინეთში, სიდიდით მეორე ბაზარზე, გაყიდვები გაზარდა. თუმცა, 2022 წელს ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე მისი წილი, 2020 წელთან შედარებით, მესამედით დაეცა.

Tesla  ჩინელ მომხმარებლებს ორ მოდელს — Model 3 სედანსა და Model Y კროსოვერს გვთავაზობს. ამ მარტივმა მიდგომამ მასშტაბების ზრდა და ხარჯების შემცირება გამოიწვია.

ფასების ბოლო შემცირების შემდეგ, Model 3 ღირებულება დაახლოებით $34 000-დან იწყება, ხოლო Model Y-ის ფასი  $38 000-ია. ჩინელ მანქანების მყიდველებს, რომლებიც წელს Covid-19 მკაცრი აკრძალვების შემდეგ სრულფასოვან საქმიანობას უბრუნდებიან, Tesla-ს კონკურენტები ალტერნატივების უფრო ფართო სპექტრს სთავაზობენ.

BYD (002594.SZ), რომელმაც გასულ წელს გაყიდვების გლობალური მოცულობით Tesla-ს გაუსწრო, EV და plug-in ჰიბრიდული მანქანების 60-ზე მეტ სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს. გაცილებით პატარა, მაგრამ ამბიციური კონკურენტი Nio (9866.HK) კი ორი მოდელის ნაცვლად უკვე ექვსს უშვებს და წელს კიდევ ხუთის გამოშვებას გეგმავს.

«Tesla-ს მოძველებული ხაზის პრობლემა აქვს. მას შემდეგ, რაც BYD და სხვა ელექტრომომარაგების სტარტაპები დაბალ ფასებს აწესებენ, Tesla-ს ფასების შემცირების ეფექტი შეიძლება თვალის დახამხამებაში გაქრეს». — შანხაიში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის Automotive Foresight-ის მმართველმა დირექტორმა, იელ ჟანგმა.

რა თქმა უნდა, Tesla-ს დიზაინის ესთეტიკა, იშვიათი ინტერიერითა და სინთეტიკური ტყავით, მაინც ბევრს იზიდავს. 

31 წლის ექიმმა, კუი იანგმა, რომელმაც ფასების შემცირების შემდეგ Tesla-ს ერთ-ერთი მაქნანა შეიძინა, აღნიშნა, რომ ინტერიერის მინიმალისტურმა სტილმა და ტექნოლოგიურმა სიდიადემ მისი გული მოიგო.

მეორე მხრივ, ჩინური ბრენდები, როგორიცაა Nio და Zeekr, გლუვ ტყავსა და ტრადიციულ მდიდრულ ფუნქციებს აანონსებენ, როგორიცაა, მაგალითად, სავარძლები მასაჟის ფუნქციებით.

ასევე Li Auto (2015.HK) ელექტრომობილების მყიდველებს, რომლებსაც მთელი ოჯახით მგზავრობა სურთ, Tesla-ს ავტომობილებზე მოსახერხებელ და იაფ მოდელებს სთავაზობს.

Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს
Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს
თემის მიხედვით
Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა, რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
თემის მიხედვით
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა, რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის - 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
თემის მიხედვით
Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.