Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის - 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
ელექტრო მანქანების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანქანა გაყიდა, რაც 2021 წლის შედეგზე 40%-ით მეტია.
ელექტრო მანქანების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანქანა გაყიდა, რაც 2021 წლის შედეგზე 40%-ით მეტია.
კომპანიამ მომხმარებლებს 2022 წლის ბოლო სამ თვეში 405 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა, მაგრამ Wall Street-ის პროგნოზი — 430 000 მანქანა მაინც ვერ დააკმაყოფილა.
2023 წელს საავტომობილო ინდუსტრიის წინსვლის შენელებაა მოსალოდნელი, რადგან პოტენციურ კლიენტებს საპროცენტო განაკვეთის ზრდა და ინფლაცია აწუხებთ.
ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი Covid-ით გამოწვეულ სირთულეებს 2023 წელს ერთად უნდა გაუმკლავდნენ.
თუმცა, ამასთან ერთად, 3 იანვარს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Tesla-ს 2.2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმებენ, რადგან კომპანიამ მომხმარებლებს დაბალი ტემპერატურის დროს ელექტრომანქანების მოძრაობის მოკლე დიაპაზონის შესახებ არ აცნობა და რეკლამით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ განაცხადა, რომ კომპანიას თავისი მანქანების მართვის დიაპაზონი ერთი დამუხტვით ეფექტურობა, ბენზინზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, ისევე, როგორც სუპერდამტენების მუშაობის შესახებ ცნობები გაზვიადებული და გადაჭარბებული აქვს.
Tesla-ს ლოჯისტიკური პრობლემებიც აქვს. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდება, წარმოებასთან შედარებით, დაახლოებით 34 000-ით ნაკლები იყო.
დეფიციტი კომპანიისთვის უჩვეულოა, რადგან ადრე ისინი იმდენივე მანქანის მიწოდებას ახერხებდნენ, რამდენსაც აწარმოებდნენ.
2022 წლის ოქტომბერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა რომ პრობლემის გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს.
2023 წელს Tesla-სთვის საქმეს Ford და General Motors-იც გაართულებენ. Tesla-ს ძრავის მწარმოებელ ამ 2 გიგანტთან კონკურენცია მოუწევს. ბაზარზე დებიუტანტებიც გამოჩდნენ- აშშ-ში Rivian და Lucid, ჩინეთში — BYD და Nio.
Tesla 2022 წლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას 25 იანვარს გეგმავს.
Tesla-ს აქციები გასულ წელს 65%-ით დაეცა. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი იყო, რადგან ინვესტორები წარმოების შეფერხებით, მოთხოვნის შენელებითა და მასკის ყურადღების Twitter-ზე გადართვით შეშფოთებულნი იყვნენ.