SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში — სუდანში, ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას შეზღუდავს. გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლოს ამოქმედდება.
SpaceX 3 ქვეყანაში — სუდანში, ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას შეზღუდავს. გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლოს ამოქმედდება.
SpaceX-ის მიზანია, Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა იმ არაავტორიზებულ ქვეყნებს გაუთიშოს, რომელთა რეგულატორებმაც Starlink-ის ინტერნეტის ოპერირების ნებართვა არ გასცეს.
თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ კავშირი 2024 წლის 30 აპრილიდან შეწყდება, Starlink-ის მრავალ როუმინგ მომხმარებელს სამხრეთ აფრიკაში კომპანიის როუმინგულ სერვისზე წვდომა მაინც აქვს.
შეზღუდვის მიზეზი კომპანიამ X-ზე ახსნა. Starlink-მა განმარტა, რომ მისი რეგიონალური და გლობალური როუმინგის გეგმები ოფიციალურად ხელმისაწვდომ ტერიტორიებს გარეთ დროებითი მოგზაურობისა და ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი და არა მუდმივი გამოყენებისთვის.
Starlink ოფიციალურად 72 ქვეყანაში და რეგიონშია დაშვებული, მათ შორისაა საქართველო. SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდება 2023 წლის ნოემბერში დაიწყო.