ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს

Tesla-ს განცხადებით, მისმა ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს 204 მილიონი აშშ დოლარი დაკარგეს, რომლის ნაწილიც, კერძოდ 64 მილიონი აშშ დოლარი, საფონდო ბირჟის მიერ  კომპენსირდება. მთლიანობაში, კომპანია ამბობს, რომ ზარალმა 2022 წლის განმავლობაში, 140 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

2020 წელს Tesla-მ განაცხადა, რომ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ყიდულობდა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა.

ბიტკოინის თავდაპირველ ინვესტიციასთან შედარებით, (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) Tesla-ს ზარალი არც ისე დიდია. კომპანია ციფრული ვალუტის გამოყენებას მისი წარმოებული მანქანების ღირებულების გადასახდელად აპირებდა.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, 2021 წლის ივნისში განაცხადა, რომ თავისი ბიტკოინის 10% გაყიდა, სავარაუდოდ იმის დასამტკიცებლად, რომ «ლიკვიდაცია ბაზრის გადაადგილების გარეშეც შესაძლებელია». 2022 წლის ივლისისთვის კომპანიამ თავისი ბიტკოინის სამი მეოთხედი გაყიდა.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Tesla-ს 191 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი აქვს მაშინ, როცა  2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 1.99 მილიარდი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა ჰქონდა.

კომპანიის ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი მანქანის საყიდლად ბიტკოინს იხდიდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე გაუქმდა. სიახლე 2021 წლის მარტში დაანონსდა, უკვე მაისში კი კომპანიამ ნახშირბადის ემისიები გამოუშვა, რომლებიც დაკავშირებული კრიპტოვალუტის მაინინგთან იყო.

მთლიანობაში, ბიტკოინმა, Tesla-ს საწყისი შესყიდვის გამოცხადებიდან დღემდე, ღირებულება, ცხადია, დაკარგა. კრიპტოვალუტის ღირებულება ახლა იმის ნახევარია, ვიდრე მაშინ, როცა ავტომშნებელმა კომპანიამ საწყისი ინვესტიცია განახორციელა. ის დღეს 23,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში ბიტკოინის ღირებულება 40,000 აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წლის ნოემბერში, კი ფასმა პიკს, დაახლოებით, 65,000 აშშ დოლარს მიაღწია.

Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის - 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
Tesla-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანაქანა გაყიდა
თემის მიხედვით

ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის გამო $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს

ასევე წაიკითხეთ
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს

ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა

სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ

BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასობით ანგარიში, რომლებიც ცოტა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ აღადგინეს, სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
Twitter-ის დამფუძნებლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელი Bluesky App Store-ში გამოჩნდა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.