ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

კომენტარის დატოვება
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

მულტიმილიარდელმა, ილონ მასკმა, ელექტრომანქანების მწარმოებელი Tesla-ს 3.58 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. აშშ-ს ფინანსურ მარეგულირებელზე დაყრდნობით, აქციები 12, 13 და 14 დეკემბერს გაიყიდა.

Tesla-ს 2022 წლის განმავლობაში გაყიდული აქციების საერთო რაოდენობა თითქმის 40 მილიარდი დოლარია.

კვირის დასაწყისში  მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.

ფინანსური ბაზრის მონაცემების პროვაიდერის, Refinitiv-ის თანახმად, ილონ მასკი კვლავ რჩება Tesla-ს უმსხვილეს აქციონერად 13,4%-იანი წილით. 

Tesla-ს 2022 წელს მსხვილი ავტომობილების მწარმოებლებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. ინვესტორები შიშობენ, რომ  მასკის მიერ Twitter-ის ყიდვა ცუდ გავლენას ახდენს მის სხვა ბიზნესებზე.

გასული წლის ბოლოს კომპანიის ღირებულება 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, მაგრამ მისი ღირებულება ბოლო თვეებში 500 მილიარდზე ქვემოთ დაეცა.

მასკმა Twitter-ის ყიდვა ოქტომბერში დაასრულა და მას შემდეგ თავისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილს ამ პლატფორმას უთმობს.

მასკმა მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა Twitter-ის შესასყიდად, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Tesla-ს აქციების ფასების დაცემას.

ინვესტორები ასევე შიშობენ, რომ კომპანიის ელექტრომობილებზე მოთხოვნა შეიძლება შენელდეს, რადგან ეკონომიკა სუსტდება, სესხის აღების მაღალი ხარჯები ხელს უშლის მყიდველებს და სხვა კომპანიები ელექტრომობილების შეთავაზება აძლიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. Forbes-ის მონაცემებით, მასკი ახლა $174 მილიარდს ფლობს, არნოს ქონება კი თითქმის $191 მილიარდია. 



ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.