AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
გასულ წელს, მსოფლიო ლიდერები, კორპორატიული აღმასრულებლები და აკადემიური ექსპერტები ბრიტანეთში, ბლეტჩლის პარკში მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების პირველ გლობალურ სამიტზე შეიკრიბნენ, იმედით, რომ კონსენსუსს მიაღწევდნენ იმ ტექნოლოგიის რეგულირებაზე, რომელიც ზოგიერთის აზრით კაცობრიობისთვის საფრთხეა.
Tesla-ს მაგნატი, ილონ მასკი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი ყველაზე ცნობილ და «სასტიკ» კრიტიკოსებს შეხვდნენ, ხოლო ჩინეთმა შეერთებულ შტატებთან «ბლეჩლის დეკლარაციას» (Bletchley Declaration») მოაწერა ხელი, რაც დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის მიუხედავად თანამშრომლობის მზადყოფნაზე მიუთითებს.
ექვსი თვის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების მეორე სამიტი ტარდება, ძირითადად ვირტუალურად. მას დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა ერთობლივად უმასპინძლებენ.
«რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არსებობს. რთული იქნება იმისგან გადახვევა, რაც ბლეჩლის დეკლრაციით შეთანხმდა». — თქვა კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის, Forrester-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მართა ბენეტმა.
საავტორო უფლებების გამოყენების, მონაცემთა სიმცირისა და გარემოზე ზემოქმედების ირგვლივ უფრო მძაფრი კითხვები ვარსკვლავებით სავსე «მრევლს» ნაკლებად მიიზიდავს — მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები ბლეჩლის მსგავსი ღონისძიების ჩატარებას აპირებენ, მთავარმა მოქმედმა პირებმა სეულში წასვლაზე უარი განაცხადეს.
პირველი სამიტი ნოემბერში დასრულდა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ შემდგომი ღონისძიებები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩატარდებოდა — ეს მთავრობებს საშუალებას მისცემს, სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიას თვალი ადევნონ.
მას შემდეგ, ყურადღება ეგზისტენციალური რისკიდან იმ რესურსებზე გადავიდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვისაა საჭირო, როგორიცაა დიდი ენობრივი მოდელების მომზადებისთვის საჭირო მონაცემთა დიდი რაოდენობა და ელექტროენერგია, რომელიც მონაცემთა მზარდ რიცხვს კვებავს.
«დისკურსი ხელოვნური ინტელექტის გარშემო გაფართოვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ბაზრის კონცენტრაცია და გარემოზე ზემოქმედება». — თქვა მონაცემთა და AI-ზე ორიენტირებული Ada Lovelace ინსტიტუტის დროებითმა დირექტორმა, ფრენსინ ბენეტმა.
OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი ენერგეტიკულ გარღვევაზეა (energy breakthrough) დამოკიდებული. თებერვალში, Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ ის კომპიუტერული ჩიპების წარმოების გასაძლიერებლად 7 ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვას ცდილობდა.
«ტექნოლოგიის წარუმატებლობა გარდაუვალია». — თქვა პროფესორმა ჯეკ სტილგომ. «ხალხი ამ ტექნოლოგიის გასაოცარ და კრეატიულ გამოყენებას იპოვის, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ წარმოუდგენიათ ილონ მასკს ან სემ ალტმანს AI მომავალი».
ტექნოლოგიური გიგანტის Meta-ს (META.O) აქციები, გასულ კვირას 13%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ AI-ის დაფინანსებას გააორმაგებდა.
21-22 მაისს სამხრეთ კორეის სამიტი ყოველთვის იყო დასახელებული, როგორც «მინი სამიტი» პარიზში მორიგი პირადი შეკრების მოლოდინიდან გამომდინარე.
აღნიშნულ სამიტზე გაცილებით ნაკლები ლიდერი და მინისტრი აპირებს დასწრებას — მაგალითად, საფრანგეთის მთავრობამ შემდეგი შეკრება 2025 წლისთვის გადადო.
ევროკავშირის სპიკერმა სამიტს ბოიკოტი არ გამოუცხადა, მაგრამ დაადასტურა, რომ მათი მთავარი ტექნიკური მარეგულირებლები — მარგრეტე ვესტაგერი, ტიერი ბრეტონი და ვერა ჟუროვა — ღონისძიებას არ დაესწრებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სეულში წარმომადგენლებს გაგზავნის, მაგრამ არ უთქვამს კონკრეტულად ვის.
კანადისა და ნიდერლანდების მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი სამიტს არ დაესწრებიან. ასევე, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ მოწვევას ჯერ კიდევ განიხილავს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT