ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რატომ გვაწვდის არასწორ ინფორმაციას ChatGPT-ის ქართული ანალოგი — თანადამფუძნებლის პასუხი

რამდენიმე საათი წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია სუპერნოვამ ChatGPT-ის ქართული ანალოგი შექმნა. ჩატბოტს ჟიპიტაური ჰქვია და მას სოციალურ ქსელებში უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მის მიერ გაცემული ფაქტობრივად ყველა პასუხი არასწორია. მომხმარებლები აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ChatGPT-ის ქართული ანალოგი მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის, მათ შორის, ოკუპაციაზე, აგვისტოს ომზე და ა.შ. 

კომენტარის დატოვება

ფოტო: Nikoloz Loladze/Supernova

ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი
თემის მიხედვით
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი

dev.ge სუპერნოვას თანადამფუძნებელს, ზაალ გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, რატომ იღებს მომხმარებელი ჟიპიტაურისგან მცდარ ინფორმაციას. 

«ასეთ ძალიან დიდ ენობრივ მოდელებს, როგორიც არის GPT-3, წაკითხული აქვთ თითქმის მთელი ინტერნეტის ტექსტები. მათ შორის, ისეთი ტექსტებიც, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ არ არის მართალი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ასეთი მოდელები ჯერჯერობით არ არის სანდო. ისინი ხშირად „უტიფრად იტყუებიან“. ამ ტყუილებზე პასუხისმგებლობის ვინმეზე დაკისრება კი ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხია, რადგან ზუსტად არავინ იცის, ვისი დაწერილი ტექსტის მიხედვით დააგენერირა ამა თუ იმ დიდმა ენობრივმა მოდელმა ცრუ ტექსტი», — ამბობს სუპერნოვას თანადამფუძნებელი.

გაჩეჩილაძე ასევე ამბობს, რომ საჭიროა chatGPT-ის მსგავსი ქართული ენობრივი მოდელის შექმნა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთკვირიანი პროექტი და მის დახვეწას დასჭირდება 1 ან 2 წელი, ასევე, რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვა.

«გადავწყვიტეთ, რომ ახლა, ამ მომენტში რა ტექნოლოგიებზეც მიგვიწვდება ხელი — ეს არის Open AI-ს GPT-3 მოდელი და ავტომატიზებული ტრანსლირების სერვისები — ამ ტექნოლოგიებით შევკრათ ისეთი ინტერფეისი, რომელიც ქართულენოვან მოსახლეობას გაუადვილებს წვდომას ისეთი პროდუქტიულობის ინსტრუმენტებთან, რომელიც ამ მომენტისთვის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ ჩვენ ახლავე არ დავიწყებთ ასეთ ინსტრუმენტებზე მუშაობას, რომელიც პროდუქტიულობას ზრდის, სულ უფრო და უფრო მეტად ჩამოვრჩებით დასავლურ ეკონომიკებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პილოტური პროექტის გაშვება საკმაოდ სწრაფად», — ამბობს ზაალ გაჩეჩილაძე. 

ჟიპიტაური მცირე ხნით გათიშული იყო, თუმცა ახლა უკვე ჩართულია და დაემატა შემდეგი გაფრთხილება: «ეს არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც იყენებს open ai-ს მიერ შექმნილ ენობრივ მოდელს, რომელმაც შეიძლება დააგენერიროს ისეთი ტექსტი, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე».

ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე
20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე
თემის მიხედვით
20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე
რა იცის ChatGPT-იმ საქართველოზე?
რა იცის ChatGPT-იმ საქართველოზე?
თემის მიხედვით
რა იცის ChatGPT-იმ საქართველოზე?
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
თემის მიხედვით
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი

ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
GPT Store გაიხსნა — დეველოპერებს თავიანთი შექმნილი ბოტების გაზიარება შეეძლებათ
GPT Store გაიხსნა — დეველოპერებს თავიანთი შექმნილი ბოტების გაზიარება შეეძლებათ
GPT Store გაიხსნა — დეველოპერებს თავიანთი შექმნილი ბოტების გაზიარება შეეძლებათ
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
Samsung მეხსიერების ჩიპების წარმოებას ამცირებს და AI ჩიპებზე ორიენტირდება
Samsung მეხსიერების ჩიპების წარმოებას ამცირებს და AI ჩიპებზე ორიენტირდება
Samsung მეხსიერების ჩიპების წარმოებას ამცირებს და AI ჩიპებზე ორიენტირდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.